planetanews Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images94.jpegევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების დოკუმენტს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. ამის შესახებ დღეს გამართულკ ბრიპინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით დოკუმენტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. “სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად საჭირო იყო დოკუმენტის 23 ენაზე თარგმნა, რაც უკვე განხორციელდა და სავარაუდოდ ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დოკუმენტს ხელს მოაწერს”, – განაცხადა კალანდაძემ. აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს სტუდენტებს, სპრორტსმენებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წასვლის მსურველებს ისარგებლონ გამარტივებული სავიზო რეჟიმით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts