Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პერუ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/1269433_20100428183638-150x150.jpgპერუ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებს.

 

 

ამის შესახებ ოპოზიციური ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა ოლიანტა უმალამ განაცხადა.

 

 

“ჩვენ ეს წინადადება კონგრესში გასულ წელს შევიტანეთ. ვწუხვარ, რომ ეს წინადადება ჯერჯერობით არ განიხილება, რადგან მთავრობას ამ ორი ახალი რესპუბლიკის აღიარება არ სურს, იმის გამო, რომ პერუ ამერიკის ინტერესთა სფეროში იმყოფება”, – განაცხადა უმალამ.

 

 

მისივე განცხადებით პერუს სუვერენული დემოკრატია არ გააჩნია, მაგრამ პერუ უნდა მიისწრაფოდეს მისკენ, რადგან თუ პერუ სუვერენულ დემოკრატიას მოიპოვებს, ის იმ ქვეყნებთან დაამყარებს ურთიერთობას რომლებთანაც ის თავად ჩათვლის საჭიროდ და არა მათთან, რომელთაც მას უბრძანებენ.

 

 

უმალამ აღნიშნა, რომ 2008 წელს პერუმ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა.

 

 

ოლიანტა უმალა პერუში პოპულარული პოლიტიკოსი თავისი ნაციონალისტური და ანტიამერიკული იდეების გამო გახდა.

 

 

2006 წელს მან საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმათა 45% პროცენტი დააგროვა.

 

 

მისი ნაციონალისტური პარტია ქვეყანაში მნიშვნელობით მეორე პოლიტიკური ძალაა, აფხაზეთისა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა აღიარებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...