planetanews Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 საქართველოში დღეს მოხალისე უცხოელ მასწავლებელთა პირველი ნაკადი ჩამოვიდა. ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის’’ პროექტის პარალელურად ამერიკული ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსი’’ საქართველოში მოხალისე ინგლისურენოვანი მასწავლებლების მოზიდვას ახორციელებს. 37 მოხალისე მასწავლებელი საქართველოს რეგიონებში გადანაწილდებიან და მოსწავლეებს ინგლისურს ადგილზე შეასწავლიან. ინგლისურენოვანი მასწავლებლები გაკვეთილებს ქართველ ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ. პროგრამა ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის’’ ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. ორივე პროექტის მიზანი საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებაა. მოხალისე პედაგოგთა რეგისტრაცია საიტზე www. tlg.gov.ge მიმდინარეობს. საიტი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა და გარდა იმისა, რომ მოხალისე პედაგოგები მასზე დარეგისტრირებას შეძლებენ, ასევე სრულ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე. უცხოელი პედაგოგების საქართველოში ჩამოსვლა ივლისში დასრულდება.ახალი სასწავლო წლიდან უცხოელი მასწავლებლები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს. ინგისური ენის სპეციალისტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან ჩამოვლენ. ინგლისურენოვანი მასწვალებლების პირველ ნაკადს თბილისის აეროპორტში საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დახვდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts