planetanews Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/4_sm-150x107.gifსაქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის შექმნას, მიმდინარე წლის მაისში მოეწრება ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიტვის საელჩო ავრცელებს. ვილნიუსში 2009 წლის 28 აპრილს ხელი მოეწერა ქარტიას ევროპული და ევრო–ტლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ქარტიით გათვალისწინებული 18 პუნქტიდან 11 ამ ერთი წლის მანძილძე უკვე შესრულდა. ქარტიით გათვალისწინებული იყო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის შექმნა, კომისიის სტრუქტურა და მუშაობის წესი უკვე დეტალურადაა გაწერილი და მას ხელი მოეწერება მიმდინარე წლის მაისში. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების გეგმაში, საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით, ლიტვის საგარეო საქმეთა ელჩი დასავლური პარტნიორობის დარგში, სტუმრობდა საქართველოს 2010 წლის თებერვალში. ამასთან, ქარტიით გათვალისწინებული, ნატოსათან დაახლოების ხელშეწყობის მიზნით, 2010 წლის თებერვლიდან საქართველოში საქმიანობის განხორციელებას შეუდგნენ ლიტველი ნატო–ს ოფიცრები. ქარტიით გათვალისწინებული იყო სავაჭრო და საინვესტიციო სფერში თანამშრომლობის გაღრმავება, რომლის ფარგლებშიც 2009 წელს ვილნიუსში ჩატარდა „საქართველო ლიტვის ბიზნეს ფორუმი’’. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts