Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დაჩი ცაგურია: საზოგადოებას ვპირდები რომ უგულავა ვეღარ “იგულავებს”


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images89.jpegმოძრაობა “7 ნოემბრის” ერთ-ერთი ლიდერის დაჩი ცაგურიას განცხადებით, გიგი უგულავა “საქართველოში ვეღარ იგულავებს”.

 

 

ამის შესახებ მან დღეს, კინოს სახლში გამართულ ახალგაზრდებისა და “7 ნოემბრის” შეკრებაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ბრძოლა სააკაშვილისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო და ის გამარჯვებამდე გაგრძელდება.

 

 

“მე ვპირდები საზოგადოებას, რომ უგულავა თბილისში ვეღარ იგულავებს. მინდა მივმართო მას და ვუთხრა, შენ ვეღარც ხორცს დაჭრი, ვეღარც ცირკთან იმუშავებ, რადგან ძალიან მალე გპირდები რომ ციხეში იჯდები”_ განაცხადა ცაგურიამ.

 

 

უგულავა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცაგურიას ბენზინგასამართ სადგურზე ჩამსხმელის როლშიც შეხვდა, სადაც, როგორც ცაგურიამ “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, მას თავისი მოღვაწეობა და 7 ნოემბერს საკუთარი ხალხის მოწამვლა შეახსენა.

 

 

მისი თქმით, გიგი უგულავას უფლებას არ მისცემენ პიარ კამპანია აწარმოოს და მზად არიან თუნდაც სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდნენ ამ რეჟიმს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...