Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “7 ნოემბერი” უგულავასა და სააკაშვილის დევნის კამპანიას იწყებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images90.jpegმოძრაობა “7 ნოემბერი” უგულავასა და სააკაშვილის დევნის კამპანიას იწყებს.

 

 

ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა კინოს სახლში გამართულ ახალგაზრდებისა და “7 ნოემბრის” შეკრებაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, უგულავას და სააკაშვილს პიარ კამპანიის წარმოების საშუალებას არ მისცემენ და მათ დევნას გააგრძელებენ.

 

 

“უგულავა არის ადამიანი, რომელმაც დაანგრია სახლი თაბუკაშვილის ქუჩაზე, დაარბია და მოწამლა საკუთარი ხალხი 7 ნოემბერს, ამიტომ ჩვენ მას პიარ კამპანიის წარმოების საშუალებას არ მივცემთ და ყველა მათ შეხვედრაზე მივალთ”_ განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

 

მისი თქმით, მათი ბრძოლის კამპანია სიცოცხლის უფლებისათვის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეზე ბრძოლით დაიწყო და არ გავჩერდებით მანამ სანამ მერაბიშვილის ცოლით დაწყებული ყველა დამნაშავე ციხეში არ ჩაჯდება.

 

 

დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას და ხელის აწევით დაიფიცეს ბრძოლა არ შეწყვიტონ მანამ სანამ სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლება არ დასრულდება.

 

 

კინოს სახლიდან მოძრაობის წარმომადგენლებმა მსვლელობა დაიწყეს პარლამენტის მიმართულებით.

 

 

გზაში ისინი მუდმივად სკანდირებდნენ “მიშა ციხეში”.

 

 

პარლამენტთან მათ გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს 30 მაისს მასშტაბური აქციების დაწყებას გეგმავენ.

 

 

მსვლელობის მონაწილეებს ავტომანქანების მძღოლები სიგნალებითა და შეძახილებით “მიდით ბიჭებო” ხვდებოდნენ.

 

 

მსვლელობა ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...