planetanews Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images87.jpeg,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, უკრაინა ე.წ სამხრეთ ოსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით საკუთარ თავს ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენებს. როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ ვეფხვაძემ განუცხადა, უკრაინა დილემის წინაშე დგას – აღიაროს თუ არა სეპარატისტთა დამოუკიდებლობა და ამით ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ ტეროტორიების გადანაწილებას. ვეფხვაძის თქმით, ძნელია პროგნოზირება, აღიარებს თუ არა უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, თუმცა თუ უკრაინა აღიარების პოლიტიკას დაუშვებს, მაშინ მას პრობლემები ყირიმთან დაკავშირებით შეექმნება. ,,პროგნოზირება უმადური საქმეა და ძნელია რა მოხდება, თუმცა არის ერთიც, რომ გააჩნია უკრაინას რა ფარული ვალდებულებები აქვს რუსეთის წინაშე აღებული’’, – განაცხადა ვეფხვაძემ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ სეპარატისტთა დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების შესახებ ინფორმაცია გუშინ, სააგენტომ ,,უნიანი’’ სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადების საფუძველზე გაავრცელა. ,,უკრაინა მზად არის დემოკრატიული ღირებულებების, თანასწორობის უზრუვნელყოფის პროცესს და გაყინული კონფლიქტების ტერიტორიებზე მცხოვრები ერების უფლებებს მხარი დაუჭიროს. უკრაინა ამ საკითხებში ორმაგი სტანდარტების პრაკტიკის კატეგორიულად წინაამღდეგია. მოვიდა დრო საერთაშორისო-სამართლის დონეზე ამ სფეროში პროცესების აქტივიზაციის”, – განაცხადა იანუკოვიჩმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts