Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ირაკლი ალასანიამ ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან იზორია წარადგინა


Recommended Posts

როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ლევან იზორიამ იცის ამ უბნის ყველა პრობლემა, არის მებრძოლი ადამიანი, რათა ამ უბანში არსებული ყველა რთული და ძირითადი პრობლემის გადაჭრა შეძლოს. „ლევანს აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და მან წარმატებული რეფორმების გატარება დაიწყო შსს-ში. აქვს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და შეუძლია ადამიანებისთვის შრომა. ჩვენ მზად ვართ, მთელი პასუხისმგებლობით ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. მთავარია, საზოგადოება მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი სამოქალაქო პოზიცია“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

 

დეპუტატობის კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებით, მისთვის მთავარი იქნება, საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული იყოს მართვის პროცესში. „დღეს, რაც ყველაზე მეტად აკლია საზოგადოებას, ეს არის მართვაში თანამონაწილეობა. ჩვენ ამ ხარვეზის გამოსწორებას ყველა გზით ვეცდებით. პირველ რიგში შევქმნით სამეზობლო საბჭოებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება იმ პრობლემებზე, რაც საბჭოს წევრებსა და მათ გარშემო მყოფ ადამიანებს ექმნებათ, შემდეგ კი ამ ყველაფრის გადაჭრას საკრებულოს დონეზე მოვახერხებთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...