Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გია ცაგარეიშვილი პარლამენტში მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვის სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images73.jpegოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი პარლამენტში მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვის სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს.

 

 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, ინიციატივა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს მან მიმდინარე წლის 26 თებერვალს ჩააბარა, იგი განიხილა ბიურომ და მისი განხილვა იურიდიულ კომიტეტს დაევალა.

 

 

ცაგარეიშვილის განმარტებით, მისი ინიციატივით ცვლილება ,,სისიხლის სამართლის კოდექსში’’ შედის, რომლის თანახმად, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში უნდა გაიზარდოს სასჯელის ხანდაზმულობა და ყველა დარღვევაზე სასჯელი გამკაცრდეს, რაც დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს.

 

 

დეპუტატის თქმით, პროექტი პარლამენტს სწორედ არჩევნებამდე უნდა მიეღო.

 

 

ცაგარეიშვილი აღნიშნული საკითხის დასმას ორშაბათს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე გეგმავს, სადაც რეგლამენტიდან გამომდინარე მოითხოვს კომიტეტების გვერდის ავლით, საკითხი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილონ.

 

 

,,იმედი არ მაქვს, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას მიიღებს, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ მოხდება ლუსტრაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც ისევ გეგმავენ მოახლოებული არჩევნების გაყალბებას. ეს იმიტომ ხდება, რომ პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც კი მოგვეპოვება არჩევნების გამყალბებლები, რომლებიც ჯერ მოქალაქეთა კავშირის სასარგებლოდ სჩადიოდნენ ამ დანაშაულს დღეს კი ,,ნაციონალური მოძრაობის’’ სასარგებლოდ იგივეს. მათ შორის არის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი’’, – განაცხადა დეპუტატმა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...