planetanews Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/LOGO-koalicia-150x150.gifკოალიციამ `სამოქალაქო განვითარებისთვის~, რომელიც 20-მდე არასამთავრო ორგანიზაციას აერთიანებს, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესზე სადამკვირვებლო საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, სადამკვირვებლო შტაბი შექმნა. შტაბი, წინასაარჩევნო პერიოდში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო არჩევნების დღეს უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. მისი ფუნქციაა, საზოგადოების ინფორმირება და მოქალაქეთა პრაქტიკული დახმარება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. უშუალოდ არჩევნების დღეს, 30 მაისს, კოალიციის 300-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. კოალიცია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას ხელს შეუწყობს სხვადასხვა საქმიანობით: იმუშავებს `ცხელი ხაზი~ ნომრებზე: 290400 და 102001; მოხდება ჟურნალისტების მობილიზება რეგიონებში; მობილური ჯგუფები უბნებზე დარღვევებს დააფიქსირებენ. მოქალაქეები, რომლებიც მიმართავენ კოალიციას, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო იურიდიული კონსულტაციებითა და სამართლებლივი დახმარებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts