planetanews Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images74.jpeg,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის’’ პროექტის ფარგლებში, საქართველოში მოხალისე ინგლისურენოვანი მასწავლებლების პირველი ნაკადი ჩამოდის. მასწავლებლები საქართველოს რეგიონებში გადანაწილდებიან და მოსწავლეებს ინგლისურს ადგილზე შეასწავლიან. ინგლისურენოვანი მასწავლებლები გაკვეთილებს ქართველ ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ. მოხალისე მასწავლებლების დახვედრა თბილისის აეროპორტში გაიმართება. ღონისძიებას საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრებიან. მასწავლებლები დღეს 17 საათზე ჩამოფრინდებიან. 27 მოხალისე მასწავლებელი ამერიკიდან ამერიკული ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსის’’ თაოსნობით ჩამოდის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts