planetanews Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/dzidziguri-150x150.jpgადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ეროვნული საბჭო” ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას შეუდგება. ამის შესახებ “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა დღეს “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩვენი მთავარი ამოცანაა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გზით ჩამოშორება. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მე, ზვიად ძიძიგური, როგორც თბილისის მერი, ვაცხადებ, რომ თბილისის მერია სამეურნეო საქმიანობასთან ერთად გადაიქცევა პოლიტიკურ ცენტრად, სადაც დაიწყება მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის”. – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისი თქმით, ეს პროცესში კოალიციურ რეჟიმში წარიმართება. “ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შევქმნით კოალიციურ მთავრობას და მეგობარ ოპოზიციურ პარტიებთან შევუდგებით სამზადისს ვადამდელი არჩევნებისთვის”, – დასძინა ძიძიგურმა. “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა კი განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების გაყალბება სააკაშვილს ძვირად დაუჯდება. “რეალურად დღეს სააკაშვილს მხარს უჭერს მოქალაქეების მხოლოდ 10%. ძირითადად ეს არის პოლიცია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი და ადმინისტრაციული რესურსები იხარჯება ამ არჩევნების გასაყალბებლად და მიმდინარეობს ხალხის დაშინება, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და ვაფრთხილებ სააკაშვილს, ამ არჩევნების გაყალბება ძვირად დაუჯდება” –აღნიშნა მან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts