Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოში ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images70.jpeg24 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით საქართველოში, ისევე როგორც ევროპის 33 ქვეყანაში, ევროპის იმუნიზაციის კვირეული იმართება.

 

 

ამ თემაზე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, საქართველოს პირველმა ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსმა და დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძმ ევროპის იმუნიზაციის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართეს.

 

 

როგორც კვიტაშვილმა განაცხადა, იმუნიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა და ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის, სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობის და ჯანმრთელობის სხვა მძიმე დარღვევებისაგან.

 

 

“ვაქცინაციის შედეგია ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) 2002 წელს ევროპის რეგიონის ქვეყნები პოლიომიელიტისაგან თავისუფალ ზონად გამოაცხადა. ევროპაში პოლიომიელიტის ლიკვიდაციისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა 5 მილიონამდე ადამიანი გადაარჩინა პოლიომიელიტით გამოწვეული დამბლისაგან.” – განაცხადა კვიტაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად 2010 წლისათვის ევროპის რეგიონში უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურას ლიკვიდაცია, ასევე თანდაყოლილი წითურას სინდრომის შემთხვევათა მნიშვნელოვანი შემცირება. ამ მიზნის მისაღწევად, ევროპის რეგიონისათვის ჯანმოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად 2008 წელს საქართველოში ჩატარდა, წითელასა და წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციის ნაციონალური კამპანია.

 

 

აღნიშნული კვირეული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ არის ორგანიზებული და ის ყოველწლიურად ტარდება.

 

 

მისი მიზანია მოსახლეობისათვის იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობის შეხსენება და ინფორმირება. ევროპის იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები).

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, კვირეულის განმავლობაში ერთკვირიან საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს.,

 

 

კერძოდ, მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, იმართება პრეს-კონფერენცია, მომზადდა ფილმი იმუნიზაციის შესახებ, თბილისში განთავსდება საინფორმაციო ბილბორდი.

 

 

საქართველოში აცრები ტარდება შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად. ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების კალენდრის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს 10 დაავადების: ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურის, ყბაყურის, ბ ჰეპატიტის და ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას.

 

 

მომავალ წლებში სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს დაიწყოს ვაქცინაცია ადამიანის როტავირუსული, პნევმოკოკური და პაპილომავირუსული ინფექციების, ასევე ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია

 

 

უკანასკნელ წლებში საქართველოში აღინიშნა იმუნიზაციით მოცვის საერთო გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით – როგორც ტრადიციული, ასევე ახალი ვაქცინების ჩათვლით. შემოღებულია გაუმჯობესებული კომპიუტერიზებული აღრიცხვა/ანგარიშგების სისტემა, რომელიც წლამდე ასაკის კონტინგენტის “დროული” იმუნიზაციის შეფასების საშუალებას იძლევა. ასევე სრულყოფილად და რეგულარულად ხდება მონაცემების შეტყობინება. გაუმჯობესებულია ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა, შექმნილია თვალსაჩინო და თანამედროვე ეროვნული სახელმძღვანელოები, პრიორიტეტული დაავადებებისათვის შემთხვევაზე გათვლილი ანგარიშგება და მონაცემთა კომპიუტერული მართვა. ვაქცინებითა და იმუნიზაციისათვის აუცილებელი სხვა აღჭურვილობით მომარაგების სისტემა გამართულად მუშაობს.

 

 

მიუხედავად იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესებისა, ქვეყანაში კვლავ რჩება ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემები: არადამაკმაყოფილებელია იმუნიზაციით ბავშვთა დროული მოცვის მაჩვენებლები. მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროგრამის წინაშე არსებული საკომუნიკაციო პრობლემები: ინფორმაციის დაბალი დონე მშობლებში, მასმედიით გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, ზოგიერთი “პოპულარული ექიმის” უარყოფითი დამოკიდებულება აცრებთან დაკავშირებით, რაც ხშირად ზიანს აყენებს როგორც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების პერსონალის ავტორიტეტს, ასევე ზოგადად იმუნიზაციის პროგრამას; ასევე ჩნდება კითხვები ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული ვაქცინების ხარისხის შესახებ – ხშირად დაინტერესებული წრეების მხრიდან.

 

 

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოდის და გამოყენებაშია მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და, შესაბამისად, უმაღლესი ხარისხის ვაქცინები.

 

 

თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა ნებისმიერ ვაქცინაციას შეიძლება მოყვეს გვერდითი რეაქციები, აცრის შემდგომი გართულებების რისკი კი უკიდურესად მცირეა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული.

 

 

იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენების რისკი იმდენად უმნიშვნელოა თვით დაავადებისაგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკთან, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდავოა.

 

 

ვაქცინები სახემწიფო პროგრამის ფარგლებში ყველასათვის უფასოა. აცრები ტარდება პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებში.

 

 

ნინა კაპანაძე

 

 

“ექსპრესნიუსი”

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...