planetanews Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/NDIlogo_2C1-150x150.jpgსაერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს კონფერენციას სახელწოდებით “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში” გამართავს. კონფერენციის მიზანი, არჩევით თანამდებობებზე ქალების წინაშე მდგარი დაბრკოლებებისა და გამოწვევების განხილვა, არჩევით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალურ მექანიზმებზე მსჯელობა, ადგილობრივი არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ ქალთა როლის გაძლიერებისკენ მიმართული გეგმების პრეზენტაციაა. “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად – გლობალური სამოქმედო გეგმა” პოლიტიკური პარტიებისათვის, რეკომენდაციებს მოიცავს, რაც პარტიების უფრო წარმომადგენლობითად გახდომას გულისხმობს. გამომსვლელთა შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი და NDI-ის რეგიონული დირექტორი ლორა ჯუითი არიან. კონფერენციაში მონაწილეობას ასზე მეტი სტუმარი და გამომსვლელთა ფართო სპექტრი მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ. ღონისძიების დასასრულს NDI პოლიტიკური პარტიების მიერ “გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” სამოქმედო გეგმის საჯარო ხელმოწერის ცერემონიას გეგმავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts