Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კახეთში უკვე მეექვსე დღეა სტიქიას ებრძვიან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaxetshi-150x150.jpgკახეთის რეგიონში უკვე მეექვსე დღეა სტიქიას ებრძვიან. წუხელ მდინარეები ადიდდა ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხსა და თელავში.

 

 

შედარებით რთული ვითარება შეიქმნა ახმეტაში, სადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და წვრილფეხა საქონელი.

 

 

წყლის სათავე ნაგებობაა მოშლილი თელავის რაიონის სოფელ შალაურში, სადაც 300-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

 

 

ადიდებულია მდინარე ალაზანი, რომელიც საფრთხეს უქმნის გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობას. პერიოდულად შეფერხებებია გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე.

 

 

როგორც რადიო “ჰერეთს” კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა.

 

 

ამჟამად ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში იმ ხიდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მდინარე ინწობამ ერთი საყრდენი გამოაცალა.

 

 

ამ დრომდე მუშაობენ გეოლოგები საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, სადაც მეწყერი 27 აპრილს ჩამოწვა. ისინი დასკვნას, იმის შესახებ ემუქრება თუ არა იქ მაცხოვრებლებს საფრთხე, უახლოეს მომავალში დადებენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...