planetanews Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images65.jpeg28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და ტრავმირებულთა ხსოვნის დღეა. ამასთან დაკავშირებით, დღეს 13 საათზე სამების საკათედრო ტაძარში, პროფკავშირების თხოვნით, მამა არჩილი დაღპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სპეციალური აქცია იგეგმება ტყიბულშიც. 13 სააათზე, შეხვედრა გაიმართება- სამსახურეუბრივი მოვალეობის დაღუპულთა ოჯხის წევრებთანაც, რომლებსაც პროფკავშირების წარმომადგენლები მატერიალურ დამხარებასაც გაუწევენ.მინდელის სახელობის შახტში ნავთობის, გაზის და ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წევრები, გარდაცვლილთა სახელზე მაღაროების მახლობლად ალვის ხეებს დარგავენ.ტყიბულის წმინდა გიორიგს სახელობის ეკლესიაში გარდაცვლილთA სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც გადაიხდიან.შინაგან საქმეთა სამინისტროს და დამოუკიდებლად მოპოვებული მონაცემებით, გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სამუშაოს შესრულებისას 34 ადამიანი დაიღუპა და 50 ადამიანზე მეტი დაშავდა.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად და პრფესიული დაავადებით ორი მილიონი ადამიანი ანუ ყოველდღიურად 600-ათასი ადამიანი იღუპება. ამასთან დაღუპულთა რაოდენობა წელიწადში 10% მატულობს. დესეთეს მასშტაბით კი საწარმოო ადილზე 600 ათასზე მეტი უბედური შემთხვევა ხდება.შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის 4% სამუშაო ადგილზე არსებული ცუდი პირობების და უბედური შემთხვევევების გამო იკარგება.საქართველოში დასაქმებულთა 13-ს არადამკმაყოფილებელ პირობებში მუშაობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts