Jump to content
Planeta.Ge

ზაზა გაბუნია ქრისტიან დენმოკრატები


Recommended Posts

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია იქნება ჩვენი სტუმარი

 

ოღონდ გვაქვს პატარა პრობლემა მოუცლელობის გამო ზაზა პირდაპირ ვერ გაგვცემს შეკითხვებზე პასუხს

 

ამ თემაში დაგროვდება ყველა თქვენთვის საინტერესო შეკითხვა და შემდეგ ზაზა მათ უპასუხებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმატებას ვუსურვებ.მე პირადად არ მაღიზიანებს ახალგაზრდა პოლიტიკოსის ამბიციურობა. ეს კარგი თვისებაა და არა ცუდი ,მაგრამ კითხვები მწვავე მექნება

1) ქდმ ეჭვმიტანილია ხელისუფლებასთან გარიგებაში.

თვლით თუ არა რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა და თუ თვლით(სავარაუდოდ ასეა) რით შეგიძლიათ გააქარწ ყ ლ ოთ?

ოპონენტებს მოყავთ ის ფირმები, ვინც წინასაარჩევნოდ დაგასპონსორათ და რეალურად კი სააკაშვილის კლანის გავლენების ქვეშ არიან , 30 პროცენტის ფენომენი , რომელიც ხელისუფლებისთვის დიდი ფორაა. პირადად ჩემი სახით, თქვენ ერთი ამომრჩეველი დაკარგეთ სწორედ ამ ბუნდოვანების გამო .

2)რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ საუბარი ყოფილიყო ერთიან კანდიდატურაზე მერის პოსტზე?

3)რა გარანტიაა რომ თქვენი არჩევის შემთხვევაში მივიღებთ ოპოზიციას და არა უგულავასადმი ლოიალურ ფრაქციას.

გამოვხატავ პიროვნულ პატივისცემას, მაგრამ აი პარტიისადმი პატივისცემას მოვერიდები :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენც თსუ-ს პრეს-კლუბის წევრებივით (დავით ტურაშვილი,ფიქრია ჩიხლაძე,თედო ისაკაძე...) ხელისუფლებამ ხომ არ შეგიქმნა იმიჯი ( იხ . ვ.გოგუაძის ინტერვუები გაზეთ სიმართლის ნომრებში...)...ისინი ცკ-მ- ფოფხაძემ შექმნა ზვიადთან და მერაბთან საბრძოლველად ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

თუ შეიძლება მისი ბიოგრაფია დაიდოს--სავარაუდოდ კითხვა მასზედ აგებული ემქნება და არ მინდა რამე შემეშალოს( ცხადია განათლება- კარიერულს ვგულისხმობ და არა რომელ კლასში აცრეს ყბაყურაზე და მამამისი სად მუშაობს)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქარტული პოლიტ ელიტის და მოსახლეობის ინტერესები დაშორებულია ერთმანეთისგან,

აქედან გამომდინარე ეჭვის თვალით ვუყურებ აბმიციურ ახალგაზრდებს,

ვინაიდან ეჭვი მეპარება რომ მათ პატრიოტულ-ჰუმანური მოტივები ამოძრავებდეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

თუ შეიძლება მისი ბიოგრაფია დაიდოს--სავარაუდოდ კითხვა მასზედ აგებული ემქნება და არ მინდა რამე შემეშალოს( ცხადია განათლება- კარიერულს ვგულისხმობ და არა რომელ კლასში აცრეს ყბაყურაზე და მამამისი სად მუშაობს)

 

 

 

http://s44.radikal.ru/i104/1004/c7/72bbfad7a0fb.jpg

 

 

 

ზაზა გაბუნია

პრეს-სპიკერი

 

პირადი მონაცემები

 

 

დაბადების წელი 1984

დაბადების ადგილი ქალაქი ქუთაისი

ოჯახური მდომარეობა დაოჯახებული

თანამდებობა პარტიის ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის პრეს-სპიკერი კომუნიკაციების დირექტორი

 

განათლება

 

2008 2009 ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა

2008 2009 სასწავლო სტაჟირება ლიტვის პარლამენტში (სეიმი)

2004 2008 თბილისის სასულიერო სემინარია თეოლოგი (ღვთისმეტყველი)

2001 2004 თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი იურისტი

1991 2001 თბილისის 36-ე საშუალო სკოლა საშუალო განათლება

 

პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

 

2008 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის

საზოგადოებრივი პალატა პრეზიდენტი

2008 2009 \\\"ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატები” თავმჯდომარე

2007 2008 ერთიანი ეროვნული საბჭოს ახალგაზრდული შტაბი თავმჯდომარე

2007 2008 პარტია “თავისუფლების” ახალგაზრდული ორგანიზაცია თავმჯდომარე

2006 2007 არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული აზრი” დამფუძნებელი და თავმჯდომარე

2005 2007 საპატრიარქოს რადიო \\\"ივერია\\\" გადაცემის წამყვანი

2005 2006 არასამთავრობოთა კოალიცია \\\"ზნეობრივი საქართველოსთვის\\\" თავმჯდომარე

2005 2006 ფშავის ბაჩანა რაზიკაშვილის სახ.სკოლა პედაგოგი

2004 2005 საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზაზა გაბუნია (დ. 23 აპრილი, 1984 წელი) – საპარლამენტო ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების პრეს-სპიკერი, კომუნიკაციების დირექტორი. 2008-2009 წლებში სწავლობდა ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. 2008-2009 წლებში სასწავლო სტაჟირება გაიარა ლიტვის პარლამენტში (სეიმი). 2004-2008 წლებში დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია სპეციალობით თეოლოგი (ღვთისმეტყველი). 2001-2004 წლებში დაასრულა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი იურისტის სპეციალობით. 2008 წელს მუშაობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საზოგადოებრივი პალატის პრეზიდენტად. 2008-2009 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება “ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატები”-ს თავმჯდომარე. 2007-2008 წლებში იყო ერთიანი ეროვნული საბჭოს ახალგაზრდული შტაბის თავმჯდომარე. 2007-2008 წლებში იყო პარტია “თავისუფლების” ახალგაზრდული ორგანიზაცია თავმჯდომარე. 2006-2007 წლებში გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული აზრი”ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 2005-2007 წლებში იყო საპატრიარქოს რადიო “ივერია”-ს გადაცემის წამყვანი. 2005-2006 წლებში მუშაობდა არასამთავრობოთა კოალიცია “ზნეობრივი საქართველოსთვის” თავმჯდომარედ. 2005-2006 წლებში იყო ფშავის ბაჩანა რაზიკაშვილის სახელობის სკოლის პედაგოგი. 2004-2005 წლებში მუშაოდბა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. მისი ბიოგრაფია შესულია წიგნში “ვინ ვინ არის საქართველოში” (2009)http://zazagabunia.files.wordpress.com/2010/04/img_0432.jpg
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ ზაზა გაბუნიას საიტზე ვნახე მისივე ბიოგრაფია. მგონი უფრო სრულყოფილია. http://zazagabunia.tk/

 

Georgiana

 

პატარა კომკავშირელი,გიორგი თარგამაძე-2.

რა კითხვები უნდა მქონდეს,სასაცილოა.

თორთლაძეს დასცინით და პატარა კარიერისტს პოლიტიკოსად აღიქვამთ,რა გჭირთ ხალხო?

 

რა ტიპი ხარ ტო. თორთლაძეს არ გავკარი. კაცი 26 წლის ასაკში დედაქალაქის ცენტარლური უბნის მაჟორიტარი და სიის მესამე ნომერია, აბა ჟურნალისტად აღვიქვათ?!

 

მადლობა ფორუმის ადმინისტრაციას, მართლა საინტერესო სტუმარია. და რათქმაუნდა ჩემი შეკითხვაც მაქვს.

 

ბატონო ზაზა, თქვენგან როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსისაგან მაინტერესებს, აქვს თუ არა თქვენს საპროგრამო ნაწილში ადგილი დათმობილი ახალგაზრდების დასაქმების საკითხს?

Edited by konrad
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პიროვნების განხილვას აე ეხება ეს თემა. შეგიძლიათ კორექტული ფორმიტ გამოხატოტ აზრი და შემდეგ დაუსვატ კიტხვა. სხვა ტიპის პოსტები ფორმატის შესაბამისად წაიშლება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მე პირადად არ მაღიზიანებს ახალგაზრდა პოლიტიკოსის ამბიციურობა.

 

ნამეტანი ადრეა პოლიტიკისთვის ეგ ასაკი...

 

მაგიტომაცაა კარგად საქმე. :nekro:

 

..

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამეტანი ადრეა პოლიტიკისთვის ეგ ასაკი...

ჩავთვალოდ ეს კითხვადაც ზაზასადმი :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კითხვას რაც შეეხება.

 

 

 

აღიარებს თუ არა რომ ქდმ არის ხელისუფლების მიერ მართული პოლიტიკური ძალა. და არჩევნებში მხოლოდ იმიტომ გამოდიან, რომ "ოპოზიციას" ხმები წაართვან.

 

პრინციპში პასუხი ისედაც ვიცი ამ კითხვაზე :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...