lasha_alo Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 (edited) რაღაც არ მეძინებოდა და მაისურაძის წერილის თემაში "იქ"დიდი პოსტი შემომემეცხო.იმდენად დიდი რომ ჩავთვალე საჭიროდ აქაც დამეკოპირებინა . მაპატიეთ გრძელი სიტყვისთვის(თან ისე დავპოსტე არაფერი ჩამისწორებია) ==================================================================ქართველი ჰომო სოვეტიკუსი მეცხრამეტე საუკუნის გრუზინი თავადის ტიპაჟის პაროდიად განვითარდა.გარკვეული თვისებები, რომელიც ცარიზმის დროს უფრო ელიტას ახასიათებდა, აისახა ჯეოჰომოსოვეტიკუსის ზოგად სახეზე. შემთხვევითი ნამდვილად არაა თერგდალეულთა ფეტიში. ნაროდნიკულ ტალღასთან დამარცხებული დასელები ქართველი კაცის იდეალს წარმოადგენდნენ და არსებობდა ორი ტენდენცია-1)ნეგატიური- ჯეოჰომოსოვეტიკუსი კონფორმისტია , იღებს საბჭოთა პრივილეგიებს, უარს არ ამბობს მაშანაშაზე და ნარცისიზმის ცეცხლში იწვება; 2)ერთგვარად პოზიტიური-ის ცდილობს იყოს განსხვავებული სავეტსკი ადამიანისაგან, ეროვნულ სულისკვეთებაში დებს პროტესტის მუხტს, სუფრაზე ტრადიციულად სვავს საქართველოს სადღეგრძელოს.უნდა კედელი დაანგრიოს ,მაგრამ მისი დუალისტური ბუნება თავისუფლების არსის გააზრების საშუალებას არ აძლევს. მაინც საბჭოური მეტასტაზებით არის ნასაზრდოები და თერგდალეულთა იდეალები მისთვის შინაგანი ემიგრაციის გზა უფროა,რათა მოძლიერდეს და გააფეტიშოს საკუთარი მე. წამდა ჯინსების თაობას რომ არსებობდა სადღაც ჰორიზონტზე სხვა სამყარო....იდეალური, მიუწვდომელი . ოცნებობდა ღამურასავით საბჭოთა თაგუნიობის უარყოფას. დავაკვირდეთ ქართულ კინემატოგრაფიას -ყველგან ჯეოჰომოსოვეტიკუსი უცხოელს ,როგორც რაღაც "მილენკი" ტიპაჟს წარმოსახავს, რომელიც ხვდება ხეჭეჭურიან ბაბუას და ის სამყაროც იმუხტება სოლნეჩნი გრუზიის არომატით. ჰომო სოვეტიკუსისათვის 1/6 მცირე იყო .ფრთები, ფრთები უნდოდა შანსიც მიეცა . პერესტროკა დაიწყო, მაგრამ აქ მოხდა დიდი დრამა. ეროვნულმა იდეამ ჩაყლაპა ყველა სხვა პროგრესი და გველეშაპად მოგვევლინა. თერგდალეულთა პანთეონზე გაშენებული ჩვენებური ეროვნული მოძრაობა დაავადდა ბოლშევიკური მეტასტაზებით და მიღებული დამოუკიდებლობა არსებითად სხვა ფორმის აღმოჩნდა, ვიდრე ჯეოჰომოსოვეტიკუსს წარმოედგინა. მან ვერ შეძლო თვიტკონტროლი. ამბიციებმა ურთიერთმოქიშპე ჯუჯაპარტიების აღლუმი განაპირობა . 1/6ის იქითა სამყარო კი სრულიდაც არ აღმოჩნდა მზად მიეღო სოლნეჩნი კრაი. ჯეოჰომოსოვეტიკუსის დიდი დეპრესია დაიწყო. დანტეს გმირივით მან მოინახულა ჯოჯოხეთის ყველა შრე და აღმოაჩინა რომ უკანა გზას დაადგა.ლოგიკურადაც ,რადგანაც აღმოჩნდა მიტოვებული ,მაგრამ თაობა შეიცვალა და პირდაპირი უკუსვლა არარეალური ხდება. აქ ვდგევართ დღეს ჯეოჰომოსოვეტიკუსები და მათი ძენი . საფიქრია გამოსავალი და არა თვითგვემა. პოლიტიკური თვალსაზრისით არსებობს მხოლოდ ერთადერთი პანაცეა -რეალიზმი, ბრძოლა საკუთარ თავთან,შიდა რაციონალური ოპტიმიზმის გაძლიერება , ტვინის საბჭოური მეტასტაზების ამპუტაცია(იგულისხმება მრავალმხრივი რეფორმები...არ განვზოგადდები) ,რომელიც მტკივნეულია,მაგრამ არსებითი. ყველა შემოთავაზებული გზა ჯერჯერობით უკან მიდის-სახელისუფლოც, ეყრდნობა რა საბჭოურ დათრგუნულობას, ავითარებს ნეობოლშევიკურ პროპაგანდისტულ თეზისებს და აბოლებს ჰომო სოვეტიკუსს და ოპოზიციის ნაწილის ,რომლის დიდმა ნაწილმა დაქოქა მატარებელი და პირდაპირ კრემლისკენ ბილეთი შესთავაზა ჯეოჰომოსვეტიკუსს,როგორც ტრივიალური გამოსავალი .ჩემთვის ეს არსებითად ერთი გეზია.სხვა გზა კი ნგრევაა სტერეოტიპების, საკუთარი რწმენის დაბრუნება და რეალური თავისუფლების სურვილი. ჯეოჰომოსოვეტიკუსის მჯერა, რადგან მას კვლავ რაღაცის წამს და ეს სუბოტექსურ რწმენად არ მიმაჩნია...არამედ სურვილად იარსებოს ღირსეულად. თუ ეს ჩაუკვდა ...მაშინ განვითარდება უკიდურესობები და ეს ზღვარი დღეს გადის.ამიტომ მეგობრებო ოპტიმიზმი და მხოლოდ ოპტიმიზმი...ოღონდ ჯანსაღი, რაციონალურ ნიადაგზე დამყარებული. თუ ეს არ იქნა ჰომოსოვეტიკუსის ევოლუციის კანონებით კი არ გადავა განვითრების ახალ სტადიაზე,არამედ დაიკვლება სამგლე გოჭივით როგორც ანაქრონისტული ტიპაჟი. Edited April 28, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 თეგდალეულებზე ცუდად არ მინდა ვიყო გაგებული. მატ უდიდესი როლი შეასრულეს ცნობიერების გაღვიძებაში .....ეს დამატება.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 არადა საინტერესო ტემაა))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 არადა საინტერესო ტემაა)))მხოლოდ დაამთქნარეს ორივე ფორუმში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 lasha_alo ტვინის საბჭოური მეტასტაზების ამპუტაცია(იგულისხმება მრავალმხრივი რეფორმები...არ განვზოგადდები) ,რომელიც მტკივნეულია,მაგრამ არსებითი. ჩამოთვალე კონკრეტულად რისი და რისი ამპუტაციაა საჭირო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.