planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/preview.php_3-150x150.jpgუკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შესაძლოა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. როგორც სააგენტო “უნიანი” იუწყება, ამის შესახებ იანუკოვიჩმა სტრარსბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “უკრაინა მზად არის დემოკრატიული ღირებულებების, თანასწორობის უზრუვნელყოფის პროცესს და გაყინული კონფლიქტების ტერიტორიებზე მცხოვრები ერების უფლებებს მხარი დაუჭიროს. უკრაინა ამ საკითხებში ორმაგი სტანდარტების პრაკტიკის კატეგორიულად წინაამღდეგია”_განაცხადა იანუკოვიჩმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოვიდა დრო საერთაშორისო-სამართლის დონეზე ამ სფეროში პროცესების აქტივიზაციის. იანუკოვიჩის თქმით საჭიროა ახალი ეფექტური კრიტერიუმების ბაზაზე, გაყინული კონფლიქტების მოგვარება. უკრაინის პრეზიდენტი კონფლიქტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების ინიციატივით გამოდის. საერთაშორისო მედიის ვარაუდით, იანუკოვიჩი ამგვარი დიპლომატიური განცხადებებით ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისთვის ნიადაგს ამზადებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts