Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გილაურმა რუსთავსა და ქვემო ქართლში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის პირველი ნომრები წარადგინა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri-rustavi-150x150.jpgსაქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური “ჰაიედელბერგცემენტის” ქარხანას ეწვია, სადაც მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები და ქვემო ქართლში სიის პირველი ნომრები წარადგინა.

 

 

გილაურის განცხადებით, სიმბოლურია, რომ კანდიდატების წარდგენა სწორედ აღნიშნულ ქარხანაში მოხდა, რადგან მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმოა, რაც მათი გუნდის დამსახურებაა.

 

 

გილაურმა რუსთავის ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით დღეს სულ სხვანაირია რუსთავი.

 

 

“დღეს სულ სხვა, სახე შეცვლილი ქალაქი ვნახე. რემონტდება საბავშვო ბაღები, სკოლები, მიმდინარეობს გზების რეკონსტრუქცია, შენდება საბავშო და სპორტული მოედნები უამრავი ინფასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”_განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას გილაურმა.

 

 

გილაური მომავალი წლის გეგმებსაც შეეხო, პრემიერის თქმით, მომავალი წლიდან თბილის–რუსთავის გზატკეცილის მშენებლობის პროექტი იწყება.

 

 

სიტყვით მიმართვის დასრულების შემდეგ მან საზოგადოებას ქვემო ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრები და მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...