planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/chiqovani-da-gilauri-150x150.jpgადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომრად და ქალაქის მერობის კანდიდატად დასახელდა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატები ქალაქ რუსთავში დღეს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა დაასახელა. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს კახა გურგენიძეს, იგი კენჭს რუსთავის მეათე მაჟორიტარულ ოლქში იყრის. წარდგენის შემდეგ მათ ის ძირითადი საკითხები გაახმოვანეს, რომლებიც ყველაზე პრიორიტეტული იქნება მომავალი თვითმმართველობისთვის. „ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენმა ქალაქმა პრაქტიკულად სახე იცვალა, დაიგო გზები, მოწესრიგდა გარე განათებისა და სატრანსპორტო სისტემა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემა. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ რუსთავმა საბოლოოდ დაძლიოს ყველა არსებული პრობლემა. მათ შორის ყველაზე უმთავრესი დასაქმებაა”_ განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა. კახა გურგენიძემაც, აქცენტი ქალაქში დასაქმების პრობლემაზე გააკეთა და ეს მის პრიორიტეტად დასახა. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა მაჟორიტარ კანიდატებს ესენი ზაზა მურვანიძე, კახა ბარათაშვილი, პავლე ლაცაბიძე, ლეილა აფციაური, ზაზა ასისტიშვილი, თამაზ გველუკაშვილი, ამირან ცანდიშვილი, მამუკა აბულაძე და კახაბერ ცერცვაძე არიან. 30 მაისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ რუსთავის საკრებულოს წევრის მანდატისთვის “ნაციონალური მოძრაობის” 10 მაჟორიტარი კანდიდატი იბრძოლებს. მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, მათი ყოველდღიური საზრუნავი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება. “ადგილობრივი ბიუჯეტიდან კიდევ უფრო მეტი თანხები იქნება გათვალისიწინებული ბიზნესისა და კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის“ _ განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts