Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

28 აპრილს 10:00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ევროპის იმუნიზაციის კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: ასათიანის ქ.№9, ტელ.: 877 41 83 31

 

 

28 აპრილს, 10:45 საათზე, “საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) კონფერენციას გამართავს.

თემა: “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში”.

სასტუმროში “ქორთიარდ მარიოტი”

 

 

28 აპრილს, 11:00 საათზე, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, წიწვოვან და ფოთლოვან ხეებს დარგავენ.

 

 

28 აპრილს 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ქართველი მწერლების მიხეილ ჯავახიშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.

მის: თელავის ქ.№20

 

 

28 აპრილს, 12:00 საათზე, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაობს დაათვალიერებს.

 

 

28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტსა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმზე მსჯელობა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი

 

 

28 აპრილს 13:00 საათზე, ტყიბულში პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

ტელ.: 32 36 32

28 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: “საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა უხეში დარღვევის ფაქტი”

საკონფერენციო დარბაზი

 

 

28 აპრილს 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, პროფკავშირების მოთხოვნით, მამა არჩილი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ტელ.: 899 98 64 16

 

 

28 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა თელავის №1 საჯარო სკოლას ეწვევიან და ,,ALUMNI-ის’’ შედეგებს გააჟღერებენ.

მის: თელავი, ილია ჭავჭავაძის მოედანი №8

 

 

28 აპრილს 14:00 საათზე, თელავში საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართება.

 

 

28 აპრილს 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

 

 

28 აპრილს 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ქართულ-ჰოლანდიური გამოფენა სახელწოდებით: „საზღვრებს მიღმა“ გაიხსნება.

მის: სიონის ქ.№8,

 

 

28 აპრილს 18:00 საათზე, `თიბისი ბანკის~ სათაო ოფისის საპრეზენტაციო დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტი

ღია კარის დღეს გამართავს.

მის: მარჯანიშვილის ქ.№7,

 

 

28 აპრილს 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე სცენაზე მოხუცი ჯამბაზების ახალი დღესასწაულის სახალისო ვოდევილი „მზის დაბნელება საქართველოში“ ჩვენება გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.: №17

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...