Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ჯანდიერი: საქმის მომზადებიდან გამომდინარე გირგვლიანის განაჩენს ევროპის სასამართლო მალე გამოიტანს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/jandieri-150x150.jpgდღეს სტრასბურგში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც სტრასბურგიდან “ექსპრესნიუს” გირგვლიანების ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განუცხადა,

ძნელი სათქმელია, თუ როდის გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა საქმე იმდენადაა მომზადებული, რომ არ არის გამორიცხული განაჩენის გამოტანას დიდი დრო არ დასჭირდეს.

 

 

სასამართლო სხდომაზე თავდაპირველად საქართველოს მთავრობის სახელით სიტყვით იუსიტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი გამოვიდა, ხოლო გირგვლიანის მხარეს დაცვის სიტყვა წარმოთქვა და მოსამართლეთა შეკითხვებს უპასუხა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა. დაცვა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე მიმდინარეობდა.

 

 

“ჩემი აზრით, მთავრობის არგუმენტები იყო არამადაჯერებელი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. მთავრობის წარმომადგენლებმა ვერ უპასუხეს იმ ძირითად არგუმენტებს, რომლებიც დაცვის მიერ იქნა წამოყენებული”, -განაცხადა ჯანდიერმა

 

 

სასამართლო სხდომაზე ჯანდიერმა დაასახელა ყველა გამომძიებელი და მოსამართლე, ასევე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი, როგორც კანონდამრღვევები.

 

 

“ყურადღება იმაზე გავამახვილე, რომ სანდრო გირგვლიანი მკვლელობაზე სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, ისევე როგორც არასწორ გამოძიებაზე.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ვალერი ხუბულოვის, გიორგი გამცემლიძის მკლველობასთან დაკავშირებით ჩემს მიერ სასამართლო სხდომაზე შეფასდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალმომრეობის ადმინისტრაციული ტაქტიკა”, – აღნიშნა ჯანდიერმა.

 

 

მომჩივანი მხარის დელეგაციაში იმყოფებოდნენ ადვოკატები დავით ჯანდიერი და შალვა შავგულიძე.

 

 

განხორციელდა სხდომის ტრანსლაცია და იგი ევროპის სასამრთლოს ვებგვერდზე სავრაუდოდ ხვალიდან განთავსდება.

 

 

სტრასბურგის სასამართლოსგან გირგვლიანის ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადასტურებას და სახელმწიფოსთვის 300 000 ევროს სახით კომპენსაციის დაკისრებას მოითხოვს.

 

 

2006 წლის იანვარში სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. გირგვლიანის მკვლელობამ ქვეყანაში საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა და 6–7–წლიანი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, რამდენიმე თვის წინ კი ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. გარდაცვლილის ოჯახი და საზოგადოების ნაწილი გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთების დასჯას დღემდე ითხოვს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...