Jump to content
Planeta.Ge

რუსეთი - მომაკვდავი ცივილიზაცია?


Recommended Posts

რამდენიმე წლის წინათ ევროპაში ჩატარდა მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა, სადაც, უკაცრავად და, საჯარო ტუალეტების სისუფთავეს ამოწმებდნენ. შედეგად გაირკვა, რომ 'სუფთა' და 'არც ისე' ტუალეტების გავრცელების არეალი ზუსტად ემთხვევა პროტესტანტული და კათოლიკური დასახლებების სამანებს. აბა გამოიცანით, ვის სასარგებლოდ?

 

ნუ ეხლა, ქართული ჩეჩმები არ უკვლევიათ... საბედნიეროდ. თორემ მოგვეჭრებოდა თავი მთელ დუნიაზე.

არაა ასე მარტივად საქმე, ჩრდილოელებმა არჩიეს პროტესტანიტზმი,

კათოლიკებად რომ დარჩენილიყვნენ ეს შეზღუდავდა თუ არა ტექ. პროგრესის განვითარებას ძნელი სათქმელია,

დღეს დღეობით კი რელიგია არანაირ როლს აღარ თამაშობს, ევროპა სეკულარულია,

გერმანიაში მაშინ მხოლოდ პროტესტანტბი უნდა იყვნენ წარმატებულები და კათოლიკები ბანძები, მაგრამ არაა ეგრე,'

ამერიკაშიც კი კენედის შემდეგ საკმაოდ გაძლიერდნენ კათოლიკები,

თუმცა დღეს კათოლიკობა პროტესტანობას არანაირი მნ. აღა აქვს

 

თურქთი, იაპონია, ინდოეთი, ამერიკა, იზრაელი, ჩინეთი,

სხვადასხვა რელიგიებია ყველგან და ვითარდებიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 179
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვებერი 1920-ში მოკვდა, თუ არ ვცდები, და ამერიკის გა-ზე-სახელმწიფოებას ვერ მოესწრო.

ზე-სახელმწიფო არა ღლე, საზოგადოების შეყრის ადგილეგში სკამებს აფართოებენ, იმხელა ტრაკები გაუხდათ მაგათ მოქალაქეებს, სალაფავებს აჭმევენ ფაქტიურად, და ვიღაცა მორიგი ებრაელი რომ მილიარდელი გახდება, იმისი წარმატებით ამაყობენ ეგ საცოდავები :givi:

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა

1. როდის ინგრვა რუსეთი

2.ხვდებით თუ არა პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო რომ ამ ანტიმართლმადიდებლური რიტორიკით ხალხს ხელს კრავთ რათა რუსეთისკენ წავიდეს.

3. ამას შეგნებულად აკეთებთ თუ არა?

1. გრძელვადიანი პერსპექტივით 10-15 წლის შემდეგ.

2.ანტიმართლმადიდებლური რიტორიკის და რუსეთისკენ ხელის კვრის შორის საერთოს ვერ ვხედავ.

3. არასერიოზული კითხვაა

 

dire

 

 

ციტატა

1. როდის ინგრვა რუსეთი

2.ხვდებით თუ არა პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო რომ ამ ანტიმართლმადიდებლური რიტორიკით ხალხს ხელს კრავთ რათა რუსეთისკენ წავიდეს.

3. ამას შეგნებულად აკეთებთ თუ არა?

1. გრძელვადიანი პერსპექტივით 10-15 წლის შემდეგ.

2.ანტიმართლმადიდებლური რიტორიკის და რუსეთისკენ ხელის კვრის შორის საერთოს ვერ ვხედავ.

3. არასერიოზული კითხვაა

 

dire

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეეშვით ამ ეკლესიას მაინც არ გესმით თუ რა დანიშნულება აქვს მას

და იფიქრეთ თუ როგორ შექმნათ სამართლებრივი სახელმწიფო,

 

მოძალადე ხელისუფლება რომ გვყვავს ეს ილია მე-2 ბრალია?

ან მმკას ქმედებებმა გამოიწვია ის რომ სიღარიბის ზღვარს მიღმაა მილიონობით

მოქალაქე,

ან სასამართლო რომ თავის ფუნქციებს არ ასრულებს,

ეკონომიკა რომ არ მუშაობს-ეკლესიას ტენით?

ეკლესიამ დაგინგრიათ ქარხნები და დაგიხიათ წიგნები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევრაზისტობა წარმოადგენს პოლიტიკურ-ფილოსოფიურ მოძრაობას, რომელსაც საფუძვლად უდევს დებულება ერაზიის ცენტრის განსაკუთრებულობის შესახებ, ცენტრისა, სადაც ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სახელმწიფო რუსეთის სახით.

ევრაზისტთა პოლიტიკურ-იდეური და ისტორიულ-კულტურული კონცეფცია, განიხილავს რუსეთს როგორც განსაკუთრებულ ეთნოგრაფიულ სამყაროს, რომელიც მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის.

ევრაზისტებმა გადაიღეს ბევრი ადრეული პანსლავისტური იდეა. კერძოდ ისინი ეყრდნობიან ისეთ მეცნიერთა სწავლებებს, როგორებიც არიან კონსტანტინ ლეონტიევი, ნიკოლაი სტრახოვი და ნიკოლაი დანილევსკი. Aმ უკანასკნელმა განსაკუთრებული გავლენა იქონია მათზეი. დანილევკის თეორიით არსებობს „კულტურულ-ისტორიული ტიპი“ – რუსი ერის სახით, რომელიც სხვა ევროპული ხალხებისგან.. მისი თეორიის მიხედვით, ადრე არსებობდა ორი დაპირიპირებული კულტურულ-ისტორიული ტიპი, ეს იყო რომანულ-გერმანული და ბერძნულ-ბიზანტიური, და ისინი შემდგომში გარდაიქმნენ რუსულ და ევროპულ დაპირისპირებად.

ევრაზისტთა მამებად ითვლება ნ. ტრუბეცკოი, პ. სავიცკი, გ. ფლორონსკოვი და პ. სუვჩინსკი. მათ 1921 წელს გამოსცეს რამოდენიმე სტატია გეოპოლიტიკის შესახებ. Iსინი, პანსლავურ იდეების მსგავსად, ეყრდნობიან ევრაზიის განსაკუთრებულ ისტორიულ-კულტურულ ტიპებს და ხაზს უსვამენ ევრაზისტების მსგავსებას აზიურ-თურქულ სამყაროსთან და ასევე ორივე ტიპის წინააღმდეგობრიობას ევროპასთან.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ევრაზისტები ანიჭებენ „შეგრძნებების“ თეორიას - ე.წ გარე სივრცის აღქმა - ზღვის აღქმა და კონტინეტის აღქმა. პირველი მათი აზრით წარმოადგენს ევროპულ აღქმას, ხოლო მეორე კი მონღოლურს. მათი მტკიცებით, დასავლეთ ევროპელები მთელი თავიანთი ისტორიის მანძილზე აღიქვამდნენ ზღვას როგორც თანასწორს კონტინენტისა, მიუხედავად იმისა, რომ კონტინეტის აღქმა, იყო სუფთა მონღოლური ფენომენი. აქ აშკარად იგრძნობა მაკინდერის გავლენა ამ თეორიაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ რომაულ-გერმანული ცივილიზაცია იყო „საზღვაო“, ხოლო ბერძნულ-ბიზანტიური კი „მატერიკული“ ცივილიზაცია. პ. სავიცკის აზრით, რუსები წარმოადგენენ გარკვეული აზრით მონღოლებს, რამეთუ რუს გზამკვლევებში შეიგრძნობა იგივე სულისკვეთება, რაც ახასიათებთ მონღოლებს.

პ. სავიცკი ცდილობდა აეხსნა, თუ რაში მდგომარეობდა რუსეთის ისტორიულ-კულტურული ტიპი. მისი აზრით, რუსეთის წარმოადგენს ზღვისპირა სამყაროსგან ყველაზე დაშორებულ მხარეს, და ის არის გაცილებით უფრო ღრმა კულტურული ტრადიციის მატარებელი ქვეყანა, ვიდრე ევროპა. ის მოიცავს თავის თავში ერთდროულად „მომთაბარე“ და „არამომთაბარე“ ცხოვრების სტიქიებს, რაშიც ის ხედავს უახლესი რუსული ისტორიის, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას.

ჩამოვთვალოთ ევრაზისტების კონცეფციები და მაშინ უფრო გაგვიადვილდება მათი სწავლების არსის აღქმა. ესენია:

1) ეთნიკურ კუთვნილებაზე ყურადღების გამახვილება, (მათი ხედვით რუსეთი იყო სინთეზი სლავური და თურქული ეთნოსებისა, და ის არ განეკუთვნებოდა არც ერთს და არც მეორეს).

2) ევროპა, სადაც საზოგადოებრივი წყობა არის აგებული ინდივიდებზე და მათ უფლებებზე, მტრულად არის განწყობილი რუსეთისადმი - ევრაზიისადმი, რომლის საზოგადოებრივი წყობა აგებულია საზოგადოების, კოლექტივის, სახელმწიფოს უფლებებზე.

3) ევრპელთა პროგრესისადმი ლტოლვა ეგოცენტრულია, ხოლო რუსეთში კი ერთიანი, და აქ მხოლოდ ცალკეული პარალელები შეინიშნება.

4) ძირითადი ეკონომიკური სისტემა ევროპაში, აგებულია კერძო საკუთრებაზე, ხოლო რუსეთში კი სახელმწიფო საკუთრებაზე.

5) ევროპაში ძირითადი მმართველობის სისტემა არის პარლამენტური მართველობა, ხოლო რუსეთში კი იდეოკრატია (უმაღლესი იდეის მბრძანებლობა, რომელიც აღიარებულია მთლიანად საზოგადოების მიერ).

 

ი. სოლონევიჩის აზრით, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია რუსეთისთვის იყო საკუთარი თავისკენ მიბრუნება. რუსეთი, რომელიც ამდენი ხანი ცდილობდა ევროპაში შესვლას, მიუბრუნდა საკუთარ თავს და თვითმპყრობელურ იმპერიად იქცა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი - მომაკვდავი ცივილიზაცია?

 

:givi: :givi: :givi: :givi:

რუსეთი მე დაშლილი და განადგურებული არასოდეს არ გამიგია... პირიქით: საუკუნეების განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება...

 

რუსეთი მეორე მსოფლიო ომშიც იყო ჩართული მაგრამ დაიშალა? პირიქით გაიზარდა! დიდი პოტენციალის ქვეყანაა და იმიტომ!!!

 

რუსეთის შიდა ავტონომიებს ყოველთვისაც ჰქონდათ გამოყოფის სურვილი მაგრამ რა მერე? რას მიაღწიეს? თუ ვინმეს ჰგონია რომ კავკასიური ხალხების ავტონომიურ გამოხტომებს რუსეთი სრულად არ აკონტროლებს და არ მართავ მაშინ მასეთ სულელს სირაქლემასავით თავი სილაში ჰქონია ჩარგული!!!

 

მისი ეკონომიკა არ არის დაფუძვნებული ებრაულ-მასონური სტილის ანუ საბანკო ეკონომიკაზე სადაც ეკონომიკის მთავარი ცენტრი და ღერძი არის ბანკი და არ საწარმო და ნედლეული! ზუსტად მაგ საბანლკო სისტემის ჩავარდნას ჯაჭვურად მიჰყვა მთელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი... რუსეთს კი ეგ არ შესტყობია რადგან რუსეთში ხალხი კრედიტებზე არ ცხოვრობს და საბანკო სისტემაზე ნაკლებად არის მიბმული...

 

რატომ ვერ ვითარდება რუსეთი, რა უშლის ხელს?

 

და განვითარებას რას ეძახი??? ხალხი რომ ფეშენებელურ ვილებში არ ცხოვრობს და მერსედესის უაზროდ ძვირადღირებულ ლუქსუს მანქანებით რომ არ დასრიალებს? მასე ხალხი ხომ არც ევროპაში არ ცხოვრობს!!!

თუ აუცილებლად ის რომ ვიდეო და ელექტროაპარატურას რომ არ უშვებს კორეასავით და ჩინეთივით???

 

ეეეხ... ჩემო კარგებო მსოფლიო ეკონომიკა იმაზე რთული რამაა ვიდრე მიშას პროპაგანდისტული ტელევიზია გადმოსცემს!

 

 

ჩემი აზრით, ეს არის რელიგიური (მართლმადიდებლური) ორთოდოქსობა.

 

კარგია რომ ეს შენი აზრია მხოლოდ...

 

რამდენი მცდელობა იყო მოდერნიზაციისა? ჯერ პეტრე I, შემდეგ სტოლიპინი, თვით რუს ბოლშევიკთა ქმედებაც ხომ, საბოლოოდ, ქვეყნის მოდერნიზაციას ისახავდა მიზნად; შემდეგ გორბაჩოვი, ელცინი, პუტინი, ... ყველა ეს მცდელობა სრული კრახით დასრულდა.

 

... და რა გინდა თქვა რომ არც პეტრე პირველს, არც კომუნისტებს და არც პუტინს რუსეთის მოდერნიზაცია და ინდუსტრიალიზაცია არ გამოუვიდათ??? აბსურდი!!! ვისაც უნდოდა მართლა ქვეყნის აშენება იმათ მართლაც ჰქონდათ რეალური შედეგები მაგრამ აი გორბაჩოვი, ელცინი, ეს უკვე მარაზმია!

 

ახლა მედვედევი რუსეთიც დამარცხდა, რუსეთი სრულ უკუნეთში ეშვება და ალბათ კიდევ ერთი სამოქალაქო ომი ამ ქვეყანაში მაინც გარდაუვალია.

 

შენ ეგ წუხელ დაგესიზმრა სიზმარში??? კარგად უმუშავია ცე-ერ-უს... კორექტულად

dire

2. ხვდებით თუ არა რომ ამ მართლმადიდებლური თემატიკით საქართVელოს მოსახლეობის უმეტესობას ისევე რუსებს უგდებთ კლანჭებში?

 

კითხვას შეგიბრუნებ!

2. ხვდებით თუ არა რომ ამ ,,დემოკრატიის'' თემატიკით საქართVელოს მოსახლეობის უმეტესობას ისევე ამერიკას უგდებთ კლანჭებში რომელმაც აგვისტოში სრულად დაგვიკიდა და რომლისთვისაც დემოკრატია მხოლოდ შიდა მოხმარების პროდუქტია და საგარეო პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარ იმპერიალისტურ მიზნებს ანხორციელებს???

3. ამას მიზანმიმართულად აკეთებთ?

 

Grig

ამას გარდა, ავტორს თუ დავუჯერებთ, კათოლიკური ერებიც, რომლებიც ვებერისეულ 'პროტესტანტულ ეთიკას' არ მისდევენ, ასეთივე ჩამორჩენილები გამოდიან, მაგ., ფრანგები.

 

+1 ... და ასევე დავამატებდი რომ თუ ვინმეს ჰგონია რომ ევროკავშირის ანუ კაპიტალისტური ქვეყნებიდან ყველა განვითარებულია ძალიან სცდება... ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი... რა ვითარებაცაა იქ მეტი სარწმუნოებისთვის გეტყვიან ის ქართველები რომლებიც იქ ცხოვრობენ... მე აღარაფერს ვიტყვი!!! ასე რომ არც ისე მეთოდურად და სტანდარტულადაა საქმე მსოფლიოში როგორც ამას პროპაგანდა ავრცელებს და როგორც ეს ამა თუ იმ სახელძღვანელოებსა და წიგნებში სწერია თეორიულად!!! რეალური შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოთ და არა საკუთარი თეორიების, პროგნოზების, სურვილებისა და ფანტაზიების მიხედვით!

 

 

მართლმადიდებლობა გვიშლის ხელს რომ სამოთხე ავაშენოთ

+1 ... რელიგია აქ არაფერ შუაშია აბსოლიტურად!!! პრობლემა იმაზე კომპლექსურია ვიდრე ამას მავანნი და მოკვდავნი ამა ქვეყნისანი პროგნოზირებენ... :beach:

Edited by ვეფხვი
წაიშალა არაკორექტული ფრაზა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისი ეკონომიკა არ არის დაფუძვნებული
საბანკო ეკონომიკაზე სადაც ეკონომიკის მთავარი ცენტრი და ღერძი არის ბანკი

იმიტომაცაა ღლე ქვეყანა

 

და რა გინდა თქვა რომ არც პეტრე პირველს, არც კომუნისტებს და არც პუტინს რუსეთის მოდერნიზაცია და ინდუსტრიალიზაცია არ გამოუვიდათ??? აბსურდი!!! ვისაც უნდოდა მართლა ქვეყნის აშენება იმათ მართლაც ჰქონდათ რეალური შედეგები მაგრამ აი გორბაჩოვი, ელცინი, ეს უკვე მარაზმია!

რა ტყემალზე ზიხარ ასეთზე :givi:

 

თუ ვინმეს ჰგონია რომ ევროკავშირის ანუ კაპიტალისტური ქვეყნებიდან ყველა განვითარებულია ძალიან სცდება... ესპანეთი, იტალია

ოეეეეეე :beach:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება დაუმარცხებელ რუსეთის მითს

 

და მითს რომ რუსეთი ჰა-ჰა 10-20-30-40-50 წელში დაიშლება..

 

 

ფაქტი ერთია რუსეთი არც საუმარცხებელია და არც იშლება.

 

ქართველებმა ჯობია დავიწყოთ რეალურად ფიქრი იმაზე, რომ რუსეთი არ იშლება და ლოდინს დავანებოთ თავი და ვიფიქროთ თუ რა ვუყოთ ისეთ მეზობელს როგორიც არის რუსეთის და რომელიც არ იშლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზე-სახელმწიფო არა ღლე, საზოგადოების შეყრის ადგილეგში სკამებს აფართოებენ, იმხელა ტრაკები გაუხდათ მაგათ მოქალაქეებს, სალაფავებს (+სამაგონკა და უკვე პუტლერლენდია რაა) აჭმევენ ფაქტიურად, და ვიღაცა მორიგი ებრაელი რომ მილიარდელი გახდება, :givi: (ეს აბღაბოვიჩზე ან გლავარ -მენდელზეა საუბარი :beach: )იმისი წარმატებით ამაყობენ ეგ საცოდავები :givi:

პუტლერლენდის ამგვარად გარდასახვა ვითო ამერიკულად ეს უკვე რაღაც ორიგინალური სახის პროპაგანდააა. რაც ჩამოთვალეთ ყველაფერი რუსპუტინლენდის შესახებააა. იცით კი რომ რუსპუტინის დანჯღრეული ბენზოკოლონკის ბიუჯეტი ერთი საშუალო პერსპექტივის შტატის ბიუჯეტია?! თუ არ იციტ ეგ იმ რუს ბიზნესმენებსა და სპორტსმენებს, იმ ხელოვანებს კითხეტ რომლებიც ყოველი დიდი წარმატების შემდეგ ნიშადურამოსმულივით ან ბრულკინზე, ან მაიამში სახლების გამყიდველ სააგენტოებს ებრფდრვნებიან ხოლმე... ისე ხომ არ იციტ ისეთი სპორტსმენი ამერიკიდან, რომელმაც პრიზის მიღების შემდეგ საკუთარ ”ტრაკგასიებულ ქვეყანას”პუტლერის მოსიყვარულება ამჯობინა? ძია სემის კალთის ქვეშ საიმედოდ დაბინავება კი რუსი წარჩინებული საზოგადოების მასობრივ ჩვევად იქცა. თითქმის რუტინაა უკვე წარმატებული რუსი ყიდულობს სახლს ამერიკაში და ცოლშვილი გადაყავს ამერიკაში. აგერ ალიკრინოკამაც რუსის მთვრალ იობარებს გაარიდა სათუთი გოგონა! რუსეთი ალიკ რინოკას მხოლოდ საქართველოსათვის ემეტება, და არა საკუთარი გოგონასათვის. ასევე თითქმის ყველა რუსი მილიონერი თუ წარმატებული სხვა პირი.! ფაქტები ყოვბელთვის ჭეშმარიტებას ამტკიცებენ იმისდამიუხედავად თუ რა გებე-ისტურ ხრიკებს არ უნდა მიმართო თეთრის გაშავებისათვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რა ტყემალზე ზიხარ ასეთზე

 

მაგას აქ მსჯელობების მიხედვით ვატყობ ვინ ტყემალზე ზის და ვინ ბანანზე!!! :givi: საკუთარი სურვილების იქეთ რომ ვერ იყურება!!!

 

რუსეთმა რეალურად მართლა ბანანზე დასვა ეგ შენი ცივილიზირებული დასავლეთი!!! :beach:

 

ოეეეეეე

 

მართლა ოეე... ცოტა კაბინეტიდან გამოდი და სხვა ქვეყნებშიც იცხოვრე რომ რეალური წარმოდგენა შეგექმნას მსოფლიოში მიმდინარე პროცეზებზე და არა მარტო როგორც ეს ამ შენს ერთი საუკუნის წინ დაწერილ სახელძღვანელოებში სწერია!!!

 

asesino_141

მე მკითხეთ ბატონო ესპანეთის შესახებ, რა არ მოგწონთ?

შენ ევროპის სხვა ქვეყნებში თუ გიცხოვრია??? დიდი ალბათობით არა... ბევრს ვიცნობ ესპანეთიდან აქ გერმანიაში ჩამოსულებს თუ რა წარმოდგენისა არიან ესპანეთზე... ასე რომ მარტო შენ არ ხარ ვსეზნაიკა! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს პოსტებს უკვე პუტლერის ცენზურის გავლა უწევს ახალი მოდერატობისმიერ1 სიმართლის დაბლოკვა კრემლის განიუყოფელი სტრატეგიაა. ახალი მოდერატირო უბრალოდ კრემლის ცენზურას წარმოადგენს! იცოდეთ ეს ქართველებო. სხვა საიტებზეც გამოვაქვეყნებ ამ ამაზრზენ ანტიდემოკრატიულ საქციელს პლანეტა-გესი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი მე დაშლილი და განადგურებული არასოდეს არ გამიგია

რუსეთი ფაიზაღი კვდება, რამეთუ იმაზე მეტი ხალხი გადაყლაპა, ვიდრე მისი მონელება შეუძლია, მაგრამ ესეც არ იკმარა და "პოდმოლოტკუ" აფხაზეთი და სამაჩაბლოც "დააყოლა"...და ამ ნაბიჯით, ჩემი აზრით, თვითგანადგურების ნაღმი ჩართო, რომელიც ძალიან მალე აფეთქდება და რუსეთის იმპერია დაიშლება -ეს გარდაუვალია. იმპერიების ეპოქა დასრულდა , ისევე, როგორც წარსულს ჩაბარდა კანიბალიზმი, მონათმფლობელობა და ინკვიზიცია .

 

რუსეთის შიდა ავტონომიებს ყოველთვისაც ჰქონდათ გამოყოფის სურვილი მაგრამ რა მერე? რას მიაღწიეს? თუ ვინმეს ჰგონია რომ კავკასიური ხალხების ავტონომიურ გამოხტომებს რუსეთი სრულად არ აკონტროლებს და არ მართავ მაშინ მასეთ სულელს სირაქლემასავით თავი სილაში ჰქონია ჩარგული!!!

ვეფხვი

კორექტულად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცს რუსეთი როგორ უნდა მოსწონდეს არ მესმის ტო :beach: ლოთების და ბოზების ქვეყანა ჩამორჩენილი ეკონომიკით და ტირანული რეჟიმით. რა ვიცი სერიოზული პრობლემები აქვს მგონია იმ ხალხს ვისაც რუსეთი მოსწონს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...