Siknadmo Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 სხვათა შორის ანტირუსული ისტერიით ყველაზე მეტად მეგრელები გამოირჩევიან,რაც მე შემინიშნავს ეგრეა,ომის დროს თურმე მთელი სამეგრელოს მოსახლეობა გაისუსა და ერთ რამეზე ფიქრობდახალხი,ოღონდ მშვიდობა იყოსო, ამას რადიო თავისუფლებაში ვუსმინე-ხო, ერთი კორესპონდენტი ჰყვებოდა თავის მეგრულ შთაბეჭდილებებზე, ხო, რუსები რომ გავიდნენ მერე კი აზუზუნდნენ, რუსებო თქვენი დედა. მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 +10+10თქვენ გაქვთ მხოლოდ +1 -ის მიწერის უფლება. სხვა დროს +10 -ის დაწერის შემთხვევაში დაგედებათ ბანი მონაცემების გაყალბების ბრალდებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 (edited) Siknadmo არაა ასე მარტივად საქმე, ჩრდილოელებმა არჩიეს პროტესტანიტზმი,კათოლიკებად რომ დარჩენილიყვნენ ეს შეზღუდავდა თუ არა ტექ. პროგრესის განვითარებას ძნელი სათქმელია, ადვილი სათქმელია - გადახედე კათოლიკური და ამავდროულად 'ჩრდილოური' ირლანდიის უახლეს ისტორიას. გერმანიაში მაშინ მხოლოდ პროტესტანტბი უნდა იყვნენ წარმატებულები და კათოლიკები ბანძები, მაგრამ არაა ეგრე,' ბატონო ჩემო, საქმეც მაგაშია, რომ ვებერს თავის 'პროტესტანტული ეთიკის' დაწერა მაშინ მოუვიდა თავში, როცა გადახედა სტატისტიკას და ნახა რაოდენ უფრო წარმატებულნი არიან პროტესტანტი გერმანელები კათოლიკე გერმანელებთან შედარებით. Edited April 28, 2010 by Grig Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 Saturn თქვენ გაქვთ მხოლოდ +1 -ის მიწერის უფლება. სხვა დროს +10 -ის დაწერის შემთხვევაში დაგედებათ ბანი მონაცემების გაყალბების ბრალდებით. ხუმრობ თუ მართლა წერ მაგას??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 Saturn ხუმრობ თუ მართლა წერ მაგას???მშვიდად იძინე სიმართლისთვის მებრძოლო რაინდო. ხუმრობა იყო ეგ. მე მოდერატორი არ ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 (edited) Grig ბატონო ჩემო, საქმეც მაგაშია, რომ ვებერს თავის 'პროტესტანტული ეთიკის' დაწერა მაშინ მოუვიდა თავში, როცა გადახედა სტატისტიკას და ნახა რაოდენ უფრო წარმატებულნი არიან პროტესტანტი გერმანელები კათოლიკე გერმანელებთან შედარებით.ასეთი განსხვავება აღარ არსებობს, ისტორიას ჩაბარდა, დღეს პროტესტანტული ქვეყნების წარმატება პროტესტანტიზმში აღარ დევს,ანუ ეს ისტორიული ეტაპი გავლილია,კათოლიკები არანაირად არ ჩამოუვარდებიან პროტესტანტებს და არც არსებობს რაიმე განსხვავება ევროპაში კათოლიკების ბიზნესს წარმატებასა და პორტესტანტების ბიზნესსაქმიანობას შორის,სომხები ორთოდოქსები არიან, ანუ აღმოსავლური ქრისტიანობის უძველესი მიმდინარეობის წარმომადგენლები და მიუხედავად ამისა საკმაოდ დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწიეს ამერიკაში,იაპონიასა და ჩინეთს პროტესტანიტზმთან არაფერი აკავშირებთ მარამ კი არიან წარმატებულები Edited April 28, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 Saturn მოდერატორი რომ არ ხარ ვიცი მაგრამ რომც იყო მე აქაური წესები მაინტერესებ და აქ კი მასეთი რამ არ წერია... Grig Lo JankodireNukrikoSaturnგიორგი68asesino_141DonCaredoSiknadmo შეკითხვა თქვენთან: ვთქვათ მოხდა სასწაული და ასრულდა პროამერიკელების ოცნება... დაიშალა რუსეთი... მერე როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოსთვის? რუსეთის დაშლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება საქართველოში და ჩვენს უახლოეს გეოპოლიტიკურ გარემოცვაში?ოღონდ არ დაიწყოთ ეხლა რაღაც სტატიებიდან და წიგნებიდან ფრაზების კოპირება აქ... თქვენი შეხედულება თქვით მხოლოდ!ჩერქეზეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი და ასე შემდეგ... რა საერთო აკავშირებთ ამ ხალხებს და ვინ აერთიანებთ??? არ მითხრათ ეხლა რომ დემოკრატიული პრინციპებიო... ისე მიხეილ მაჭავარიანმა უკვე დაიწყო თურქულის შესასწავლად თავის შვილების მასწავლებელთან ტარება ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 ვეფხვი შეკითხვა თქვენთან: ვთქვათ მოხდა სასწაული და ასრულდა პროამერიკელების ოცნება... დაიშალა რუსეთი...მე არ მაქვს მასეთი ოცნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 Saturn მოდერატორი რომ არ ხარ ვიცი მაგრამ რომც იყო მე აქაური წესები მაინტერესებ და აქ კი მასეთი რამ არ წერია... Grig Lo JankodireNukrikoSaturnგიორგი68asesino_141DonCaredoSiknadmo შეკითხვა თქვენთან: ვთქვათ მოხდა სასწაული და ასრულდა პროამერიკელების ოცნება... დაიშალა რუსეთი... მერე როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოსთვის? რუსეთის დაშლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება საქართველოში და ჩვენს უახლოეს გეოპოლიტიკურ გარემოცვაში?ოღონდ არ დაიწყოთ ეხლა რაღაც სტატიებიდან და წიგნებიდან ფრაზების კოპირება აქ... თქვენი შეხედულება თქვით მხოლოდ!ჩერქეზეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი და ასე შემდეგ... რა საერთო აკავშირებთ ამ ხალხებს და ვინ აერთიანებთ??? არ მითხრათ ეხლა რომ დემოკრატიული პრინციპებიო... ისე მიხეილ მაჭავარიანმა უკვე დაიწყო თურქულის შესასწავლად თავის შვილების მასწავლებელთან ტარება !პირაველად არ ვიძახი ამას ჩრიდლო კავკასიაში დიდის ალბათობიტ შეიქმნება იმამატი,თუკი ისეთივე იდიოტებიტ იქნება დაკომპლექტებული საქ. ხელისუფლება როგორც დღეს დაგვერხევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 ვეფხვი შეკითხვა თქვენთან: ვთქვათ მოხდა სასწაული და ასრულდა პროამერიკელების ოცნება... დაიშალა რუსეთი... მერე როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოსთვის? რუსეთის დაშლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება საქართველოში და ჩვენს უახლოეს გეოპოლიტიკურ გარემოცვაში?ოღონდ არ დაიწყოთ ეხლა რაღაც სტატიებიდან და წიგნებიდან ფრაზების კოპირება აქ... თქვენი შეხედულება თქვით მხოლოდ!ჩერქეზეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი და ასე შემდეგ... რა საერთო აკავშირებთ ამ ხალხებს და ვინ აერთიანებთ??? არ მითხრათ ეხლა რომ დემოკრატიული პრინციპებიო... ისე მიხეილ მაჭავარიანმა უკვე დაიწყო თურქულის შესასწავლად თავის შვილების მასწავლებელთან ტარება ! სიმართლე გითხრა, არ ვიცი. შეიძლება ნეო-ლეკიანობა დაიწყოს და დაგვენძრეს, შეიძლება - არა. ისე, მასეთი ოცნება მეც არა მაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Georgiana Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 რუსეთი - მომაკვდავი ცივილიზაცია? ლიცემერი: ძველ გაზეთებს ვათვალიერებდი და ამ, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო სტატიას გადავაწყდი. რუსული ცივილიზაციის ისტორიამ დაადასტურა, რომ მას განვითარების შინაგანი რესურსები არ გააჩნია. იგი მიხრწნილი ცივილიზაციაა; სინამდვილეში დიდ ხნის მკვდარია, მაგრამ სხვადასხვა შეფერილობის კონცეფციებითა და თეორიებით, დროგამოშვებით, «სულს უბრუნებენ» და საზიზღარ სანახაობას აგრძელებენ.თვალი გადავავლოთ რუსეთის ისტორიას: რამდენი მცდელობა იყო მოდერნიზაციისა? ჯერ პეტრე I, შემდეგ სტოლიპინი, თვით რუს ბოლშევიკთა ქმედებაც ხომ, საბოლოოდ, ქვეყნის მოდერნიზაციას ისახავდა მიზნად; შემდეგ გორბაჩოვი, ელცინი, პუტინი, ... ყველა ეს მცდელობა სრული კრახით დასრულდა.ახლა მედვედევი რუსეთიც დამარცხდა, რუსეთი სრულ უკუნეთში ეშვება და ალბათ კიდევ ერთი სამოქალაქო ომი ამ ქვეყანაში მაინც გარდაუვალია.მაშასადამე, რუსული ცივილიზაციის ძირითადი თვისება ის არის, რომ იგი ვერ ვითარდება, მას (ვიმეორებ) განვითარების რესურსი და თვისება არ გააჩნია. . ეს ძალიან საინტერესო თემაა, იგი უშუალოდ ეხება საქართველოს პრობლემატიკას.რატომ ვერ ვითარდება რუსეთი, რა უშლის ხელს?ჩემი აზრით, ეს არის რელიგიური (მართლმადიდებლური) ორთოდოქსობა.სულ სხვაგვარად, შეიძლება ითქვას, საპირისპიროდ ვითარდებოდა ამ დროს დასავლური (ევროპული) ცივილიზაცია, რომელიც აგრეთვე ეფუძნება ბერძნულ-რომაულ კულტურას, მაგრამ ამ კულტურიდან, ამ დიდი ცივილიზაციიდან, სწორედ ყველაზე პროგრესული თვისებები შეიძინა , რუსეთის გან განსხვავებით , რომლებმაც ძველი ცივილიზაციებიდან ყველაზე რეაქციული და კონსერვატიული მუხტი აიღო, რაც იმთავითვე გამორიცხავდა განვითარების, განახლების ყოველგვარ შესაძლებლობასა და პერსპექტივას.უპირველეს ყოვლისა, ასეთი თვისება იყო განახლების უნარი. მაშინ, როდესაც რუსეთში ნებისმიერი ცვლილება ცხოვრების წესსა და მის იდეოლოგიურ გამოვლინებაში უდიდეს წინააღმდეგობებს აწყდებოდა, როცა მთელი სოფლები თავს იწვავდნენ იმის გამო, რომ არ სურდათ სამი თითით გადაეწერათ პირჯვარი (ნიკონის საეკლესიო რეფორმის დროს) ნაცვლად ორი თითისა, - ევროპული ცივილიზაცია განუწყვეტლივ ვითარდებოდა, ითვისებდა ახალს, უფრო სრულყოფილს, რის გარეშეც პროგრესი შეუძლებელია.პეტრე დიდმა სცადა ძალით მოეხვია რუსული ცივილიზაციისათვის პროგრესი, მაგრამ მისი რეფორმა ფაქტობრივად, ბოიარებისათვის წვერის შეკრეჭით შემოიფარგლა.იმავდროულად, ევროპაში ჭეშმარიტი რეფორმაცია ჩქეფდა. მე-13-მე-14 საუკუნიდან დაწყებული, ევროპული ცივილიზაციის თვისებრიობამ (გარდაქმნის, განახლების უნარმა) ძალუმად იჩინა თავი. რელიგიურ რევოლუციათა მთელი წყება სწორედ ამ განახლების გამოვლინება გახდა. ლუთერი და კალვინი ახალი, განახლებული, სიცოცხლითა და ახალგაზრდობით აღსავსე ცივილიზაციის საფუძვლებს ქმნიდნენ; შემდგომმა საუკუნეებმა, ცივილიზაციის შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა მათი სიმართლე.ზემოთთქმული ვერ სცემს პასუხს კითხვაზე: მაინც რა ძირითადი თვისებით შეძლო ევროპულმა ცივილიზაციამ განუწყვეტელი პროგრესის უზრუნველყოფა? პასუხი იქნებ მოულოდნელიც იყოს: ადამიანური მანკის გაკეთილშობილებით!გავიხსენოთ, რას ქადაგებდა კალვინიზმი და რა იქცა პროტესტანტული ეთიკის საფუძველთა საფუძვლად: შრომის, დაგროვების სრულიად ახალი მოტივაცია! დიახ, არა მხოლოდ შრომა, არამედ დაგროვებაც, ანუ ორივე ერთად, განუყოფელ მთლიანობაში!ბოლოს და ბოლოს, ეს ყოველივე მხოლოდ იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც საქართველოს ეხება. თუ არ გვინდა ჩვენც ასევე დავლპეთ და გავიხრწნათ, უნდა გავთავისუფლდეთ რელიგიური ფანატიზმისგან( ქართული მესიანიზმისგან). ეს ხრწნადი გვამი კისრიდან უნდა ჩამოვიგლიჯოთ და შორს მოვისროლოთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქცევით ჭეშმარიტად ევროპული ორიენტაციის ერად. გააჩერეთ ფორუმი , უნდა ჩავიდე მომწონს,ვისი დაწერილია? პირიქით კაცო, აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე განთავისუფლებულია ამერებისგან, და ცოტაღა დარჩა დანარჩენი საქართველოც განთავისუფლდება რა , მაგრამ 2-3 წელი ბევრია მეთქი, მანამდე ბინას გამიყიდის ბანკი, მაგას ვდარდობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 Georgiana შეკითხვა თქვენთან: ვთქვათ მოხდა სასწაული და ასრულდა პროამერიკელების ოცნება... დაიშალა რუსეთი... მერე როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოსთვის? რუსეთის დაშლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება საქართველოში და ჩვენს უახლოეს გეოპოლიტიკურ გარემოცვაში?ოღონდ არ დაიწყოთ ეხლა რაღაც სტატიებიდან და წიგნებიდან ფრაზების კოპირება აქ... თქვენი შეხედულება თქვით მხოლოდ!ჩერქეზეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი და ასე შემდეგ... რა საერთო აკავშირებთ ამ ხალხებს და ვინ აერთიანებთ??? არ მითხრათ ეხლა რომ დემოკრატიული პრინციპებიო... ისე მიხეილ მაჭავარიანმა უკვე დაიწყო თურქულის შესასწავლად თავის შვილების მასწავლებელთან ტარება ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 (edited) პროამერიკელთა ოცნება სულაც არაა რუსეთის დაშლა, ეს პუტლერის ოცნებაა და მისი ძირითადი საქმიანობაც. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, დიმიტრი მედევედევმა და ვლადიმერ პუტინმა კონსტიტუციის უხეში დარღვევიტ მოახდინა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, (მეზობელ სახელმწიფოზე სამხედრო რეგულარყლი შენაერტებიტ შეტევა- აგრესია, ომი აწარმოა რუსეთის სათათბიროს თანხმობის გარეშე) ამასთან ამ მო1ქალაქეებმა ასევე კანონმდებლობის უხეში დარღვევიტ დიდი ზარალი მიაყენეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ქონებას,მათ მოახდინეს ფულად სახსრების განიავება კანონსაწინაარმდეგოი ქმედების განსახორციელებლად, ამ მოქალაქეების- მედვედევისა და პუტინის მიერ განხორციელდა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება სეპარატიზმის ფაქტობრივი ლეგიტიმაცია! კრემლმა სეპარატისტებს უფლება მისცა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებითა და სახსრებით მოაწყონ მასობრივი დევნა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ. კრემლის მიერ ფაქტობრივად კანონიერად გამოცხადდა მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო საშუალებებით სეპარატისტულმა ორგანიზაციებმა მოახდინონ ეთნიკური შუღლის გაღვივება და მერე ამავე მეზობელი, მაგრამ მაინც სხვა ქვეყნების დახმარებით მოახდინონ ეთნიკური წმენდა და სხვა ქვეყნის საჯარისო ბაზების განტავსება სეპარატისტულ ტერიტორიებზე. ცხინვალისა დასოხუმის სეპარატისტული დაბების დამოუკიდებლად ცნობით რუსეთმა დაკარგა უფლება საკუტარი სახელმწიფოებრივი საზრვრების ხელშეუხებლობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიალური ერთიანობისა! ეს საშინელი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება კრემლის ავანტიურისტებმა ჩაატარეს საკუთარი კონსტიტუციის მრავალი მუხლის პირდაპირი დარღვევით და ამის გამო ისინი ნებისმიერი რუსეთის პროკურორის მიერ თავისუფლად შეიძლება იყვნენ დაპატიმრებულნი. კრემლის მესვეურთა და მათი თანამოაზრეების სამართლებრივი დევნა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შეუძლია აწარმოოს ნებისმიერმა პრიკურორმა. მედვედევმა და პუტინმა უპირველესყოვლისა ცაიდინეს საკუთარი ქვეყნის ღალატი და ანტიკონსტიტუციური ქმედება რომელიც ისჯება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. ამ საკითხზე რუსმა მოქალაქეებმა სავსებით მკაფიოდ მიუთითეს გენერალურ პროკურორისადმი გაგზავნილ მიმართვაში:Заявление в Генеральную прокуратуруо возможных нарушениях российского законодательства, допущенных высшими должностными лицами РФ во время Грузинской войны 2008 годаhttp://gw2008.ru/ ახლა თავად გაეცით პასუხი კითხვას ;ვინაა რუსეთის ფაქტობრივი დამშლელი- ამერიკა, რომელიც რუსების მილიარდერებს მოუწოდებდა ციმბირის ინვესტირებისაკენ და რუსეტის მოსახლეობის გადარჩენისაკენ, თუ სახელმწიფოებრივი სტაბილურობის დამრღვევი, მილიარდობით ფულადი სახსრების გამფლანგველი, საკუტარი ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის საერთაშორისო სამართლებრივი მხარდაჭერის საფუძვლების მომსპობი - რუსეთის მოქალაქეები , პუტინი და მდევედევი?! Edited April 28, 2010 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Georgiana Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 (edited) Georgiana შეკითხვა თქვენთან: ვთქვათ მოხდა სასწაული და ასრულდა პროამერიკელების ოცნება... დაიშალა რუსეთი... მერე როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოსთვის? რუსეთის დაშლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება საქართველოში და ჩვენს უახლოეს გეოპოლიტიკურ გარემოცვაში?ოღონდ არ დაიწყოთ ეხლა რაღაც სტატიებიდან და წიგნებიდან ფრაზების კოპირება აქ... თქვენი შეხედულება თქვით მხოლოდ!ჩერქეზეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი და ასე შემდეგ... რა საერთო აკავშირებთ ამ ხალხებს და ვინ აერთიანებთ??? არ მითხრათ ეხლა რომ დემოკრატიული პრინციპებიო... ისე მიხეილ მაჭავარიანმა უკვე დაიწყო თურქულის შესასწავლად თავის შვილების მასწავლებელთან ტარება !საქართველოს კულტურულ-ისტორიული სამშობლო ევროპაა.ის შევა ევროკავშირში და ნატოში,გახდება ისეთივე ცივილიზებული,მშვიდობიანი და კეთილმოწყობილი ქვეყანა,როგორც ფინეთი,შვედეთი ან ესპანეთი.რა,ნუთუ ასე ძნელია საქართველოს წარმოდგენა რუსული ჩექმის გარეშე?ჩრდილო კავკასიის ხალხები განთავისუფლების შემთხვევაში თავად გადაწყვეტენ-თუ სად და რომელ გაერთიანებაშია მათი ადგილი.თუ თურქეთს მიბაძავენ და საერო,ცივილიზებულ ქვეყანას ჩაუყრიან სათავეს-მათთვისვე უკეთესი.ვაჰაბიზმის და რელიგიური ფუნდამენტალიზმის გზას თუ დაადგებიან,მაშინ ძალიან ცუდი-საქართველოსთან ნაკლები საერთო ექნებათ ასეთ შემთხვევაში."საერთო კავკასიური სახლის" იდეა ლამაზია,მაგრამ უტოპიურად მეჩვენება კავკასიის ხალხთა კულტურულ-ცივილიზაციურ განსხვავებათა გამო.დანარჩენში ვეთანხმები ჩემს წინა პოსტის ავტორს-რუსეთის ახლანდელი ხელისუფლება თავად არის რუსეთის დაშლის საუკეთესო ინსპირატორი,რასაც ყველა ნამუსიანი და არაკორუმპირებული რუსიც აღიარებს.პუტინი და პუტინიზმი,როგორც მოვლენა საშიშია და დღეს საკმაოდ ეფექტური,მაგრამ მაინც დროებითი და როგორც ჩანს რუსული იმპერიალიზმის ბოლო,სიკვდილისწინა გაფართხალებააა-ძალიან მალე ის ამოწურავს თავის რესურსს და რუსეთის ფედერაცია ამჟამინდელ ფარგლებში,როგორც ბოლო იმპერია დედამიწის ზურგზე-არსებობას შეწყვეტს.(ალბათ ბევრს გაუგია შიდა რუსულ სეპარატიზმზეც,მაგალითად,ციმბირის,კალინინგრადის ოლქის და სხვა.) Edited April 28, 2010 by Georgiana Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zen Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 საბჭოთა კავშირის მაგივრად უნდა შეიქმნას ევროკავშირის მსგავსი გაერთიანება, სხვა დანარჩენი რუსთავი-2-ის მიერ გამოქლიავებული ხალხის ბოდვაა, რასაც პოლიტოლოგიასთან არავითარი კავშირი არა აქვს. რუსთავი-2 კი იმიტომ აქლიავებს ხალხს, რომ მიშას და ამერიკის ინტერესები ჯერ კიდევ ემთხვევა ერთმანეთს. მიშას ინტერესია თავისი შიზოიდური ხუშტურები აისრულოს, ამერიკის კი რუსეთის ტრაკში მიშასტანის სახით ფურუნკულის არსებობა. ეს არის მთელი ფილოსოფია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.