Jump to content
Planeta.Ge

რუსეთი - მომაკვდავი ცივილიზაცია?


Recommended Posts

რუსეთი - მომაკვდავი ცივილიზაცია?

 

ლიცემერი: ძველ გაზეთებს ვათვალიერებდი და ამ, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო სტატიას გადავაწყდი.

 

რუსული ცივილიზაციის ისტორიამ დაადასტურა, რომ მას განვითარების შინაგანი რესურსები არ გააჩნია. იგი მიხრწნილი ცივილიზაციაა; სინამდვილეში დიდ ხნის მკვდარია, მაგრამ სხვადასხვა შეფერილობის კონცეფციებითა და თეორიებით, დროგამოშვებით, «სულს უბრუნებენ» და საზიზღარ სანახაობას აგრძელებენ.

თვალი გადავავლოთ რუსეთის ისტორიას: რამდენი მცდელობა იყო მოდერნიზაციისა? ჯერ პეტრე I, შემდეგ სტოლიპინი, თვით რუს ბოლშევიკთა ქმედებაც ხომ, საბოლოოდ, ქვეყნის მოდერნიზაციას ისახავდა მიზნად; შემდეგ გორბაჩოვი, ელცინი, პუტინი, ... ყველა ეს მცდელობა სრული კრახით დასრულდა.

ახლა მედვედევი რუსეთიც დამარცხდა, რუსეთი სრულ უკუნეთში ეშვება და ალბათ კიდევ ერთი სამოქალაქო ომი ამ ქვეყანაში მაინც გარდაუვალია.

მაშასადამე, რუსული ცივილიზაციის ძირითადი თვისება ის არის, რომ იგი ვერ ვითარდება, მას (ვიმეორებ) განვითარების რესურსი და თვისება არ გააჩნია. . ეს ძალიან საინტერესო თემაა, იგი უშუალოდ ეხება საქართველოს პრობლემატიკას.

რატომ ვერ ვითარდება რუსეთი, რა უშლის ხელს?

ჩემი აზრით, ეს არის რელიგიური (მართლმადიდებლური) ორთოდოქსობა.

სულ სხვაგვარად, შეიძლება ითქვას, საპირისპიროდ ვითარდებოდა ამ დროს დასავლური (ევროპული) ცივილიზაცია, რომელიც აგრეთვე ეფუძნება ბერძნულ-რომაულ კულტურას, მაგრამ ამ კულტურიდან, ამ დიდი ცივილიზაციიდან, სწორედ ყველაზე პროგრესული თვისებები შეიძინა , რუსეთის გან განსხვავებით , რომლებმაც ძველი ცივილიზაციებიდან ყველაზე რეაქციული და კონსერვატიული მუხტი აიღო, რაც იმთავითვე გამორიცხავდა განვითარების, განახლების ყოველგვარ შესაძლებლობასა და პერსპექტივას.

უპირველეს ყოვლისა, ასეთი თვისება იყო განახლების უნარი. მაშინ, როდესაც რუსეთში ნებისმიერი ცვლილება ცხოვრების წესსა და მის იდეოლოგიურ გამოვლინებაში უდიდეს წინააღმდეგობებს აწყდებოდა, როცა მთელი სოფლები თავს იწვავდნენ იმის გამო, რომ არ სურდათ სამი თითით გადაეწერათ პირჯვარი (ნიკონის საეკლესიო რეფორმის დროს) ნაცვლად ორი თითისა, - ევროპული ცივილიზაცია განუწყვეტლივ ვითარდებოდა, ითვისებდა ახალს, უფრო სრულყოფილს, რის გარეშეც პროგრესი შეუძლებელია.

პეტრე დიდმა სცადა ძალით მოეხვია რუსული ცივილიზაციისათვის პროგრესი, მაგრამ მისი რეფორმა ფაქტობრივად, ბოიარებისათვის წვერის შეკრეჭით შემოიფარგლა.

იმავდროულად, ევროპაში ჭეშმარიტი რეფორმაცია ჩქეფდა. მე-13-მე-14 საუკუნიდან დაწყებული, ევროპული ცივილიზაციის თვისებრიობამ (გარდაქმნის, განახლების უნარმა) ძალუმად იჩინა თავი. რელიგიურ რევოლუციათა მთელი წყება სწორედ ამ განახლების გამოვლინება გახდა. ლუთერი და კალვინი ახალი, განახლებული, სიცოცხლითა და ახალგაზრდობით აღსავსე ცივილიზაციის საფუძვლებს ქმნიდნენ; შემდგომმა საუკუნეებმა, ცივილიზაციის შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა მათი სიმართლე.

ზემოთთქმული ვერ სცემს პასუხს კითხვაზე: მაინც რა ძირითადი თვისებით შეძლო ევროპულმა ცივილიზაციამ განუწყვეტელი პროგრესის უზრუნველყოფა? პასუხი იქნებ მოულოდნელიც იყოს: ადამიანური მანკის გაკეთილშობილებით!

გავიხსენოთ, რას ქადაგებდა კალვინიზმი და რა იქცა პროტესტანტული ეთიკის საფუძველთა საფუძვლად: შრომის, დაგროვების სრულიად ახალი მოტივაცია! დიახ, არა მხოლოდ შრომა, არამედ დაგროვებაც, ანუ ორივე ერთად, განუყოფელ მთლიანობაში!

ბოლოს და ბოლოს, ეს ყოველივე მხოლოდ იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც საქართველოს ეხება. თუ არ გვინდა ჩვენც ასევე დავლპეთ და გავიხრწნათ, უნდა გავთავისუფლდეთ რელიგიური ფანატიზმისგან( ქართული მესიანიზმისგან). ეს ხრწნადი გვამი კისრიდან უნდა ჩამოვიგლიჯოთ და შორს მოვისროლოთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიქცევით ჭეშმარიტად ევროპული ორიენტაციის ერად.

 

 

გააჩერეთ ფორუმი , უნდა ჩავიდე :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 179
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მოკლედ მართლმადიდებლობა გვიშლის ხელს რომ სამოთხე ავაშენოთ რააა :pupuza: Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

სუსტი სტატიაა, ჩემი აზრით.

 

შრომის კულტის დანერგვა კი კალვინის კი არა - ლუთერის პერეროგატივაა. სწორედ მან შემოიტანა გერმანულში ტერმინი 'ბერუფ', რაც ერთდროულად ნიშნავს როგორც 'პროფესიას', ასევე მოწოდებასაც. მოკლედ შრომა თვითმყობადი ღირებულება მარტო კალვინისტებისთვის არ არის, ლუთერანებისთვისაცაა, ოღონდ ცოტა განსხვავებული შეფერილობით.

 

ამას გარდა, ავტორს თუ დავუჯერებთ, კათოლიკური ერებიც, რომლებიც ვებერისეულ 'პროტესტანტულ ეთიკას' არ მისდევენ, ასეთივე ჩამორჩენილები გამოდიან, მაგ., ფრანგები.

 

რუსეთის ყველაზე დიდი საფრთხე კი დემოგრაფიაა. აი ეს კი ნამდვილად უქადის გადაშენებით. ნუ, ალკოჰოლიზმიც, რა თქმა უნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანტიმართლმადიდებლებმა მაგრად აიწყვიტეს და ჩავეწერები მეც მმკაში ოღონდ

ვისაც საჭიროა იმას გავ... ბოლომდე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

:pupuza:

გლიჯავენ ხო?

თან ხან საიდან შემოუვლიან, ხან საიდან :D

შენც ჩაგითრიეს :D

დაგაჯერეს რომ "ოხ ეს სეკულარიზმი რა მაგარია ჩემი კაი რა... "

და სვეცკური "არ უნდა ერეოდეს"

და ა.შ.

 

 

პ.ს.

ერთი რამე მინდა გკითხოთ.

1. როდის მოკვდება ეს დედაარღნიანი რუსეთი თქვენის აზრით?

2. ხვდებით თუ არა რომ ამ მართლმადიდებლური თემატიკით საქართVელოს მოსახლეობის უმეტესობას ისევე რუსებს უგდებთ კლანჭებში?

3. ამას მიზანმიმართულად აკეთებთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

:D

გლიჯავენ ხო?

თან ხან საიდან შემოუვლიან, ხან საიდან :D

შენც ჩაგითრიეს :)

დაგაჯერეს რომ "ოხ ეს სეკულარიზმი რა მაგარია ჩემი კაი რა... "

და სვეცკური "არ უნდა ერეოდეს"

და ა.შ.

 

 

პ.ს.

ერთი რამე მინდა გკითხოთ.

1. როდის მოკვდება ეს დედაარღნიანი რუსეთი თქვენის აზრით?

2. ხვდებით თუ არა რომ ამ მართლმადიდებლური თემატიკით საქართVელოს მოსახლეობის უმეტესობას ისევე რუსებს უგდებთ კლანჭებში?

3. ამას მიზანმიმართულად აკეთებთ?

ლეო ნაფტა ან თუნდაც ლიცი რომ ანტიმართლმადიდებლები არიან ეს არ მესწავლება,

მაგრამ ლაშა ალო და სუბარი სხვა პონტია :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ლეო ნაფტა ან თუნდაც ლიცი რომ ანტიმართლმადიდებლები არიან ეს არ მესწავლება,

მაგრამ ლაშა ალო და სუბარი სხვა პონტია

ბუკაკაააა :pupuza: :D :D :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლეო ნაფტა ან თუნდაც ლიცი რომ ანტიმართლმადიდებლები არიან ეს არ მესწავლება,

Siknadmo

არადა არ ვარ ანტიმართლმადიდებლები , უბრალოდ ფანატიკოსი არ ვარ და ბასტა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არადა არ ვარ ანტიმართლმადიდებლები , უბრალოდ ფანატიკოსი არ ვარ და ბასტა!

თუკი ადამიანი მარხულობს, ლოცულობს, წირვა ლოცვას ესწრება,

პატივს სცემს პატრიარქს-ფანატიკოსია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მხოლოდ ეგ არ კმარა, მაგრამ სხვა თვისებების შეთავსებაც შეიძლება რომ ფანატიკოსი იყოს ადამიანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

არადა არ ვარ ანტიმართლმადიდებლები , უბრალოდ ფანატიკოსი არ ვარ და ბასტა!

კარქი ეხლაააა

აგერ გვერძე თემაში ერთიც ამტკიცებს მაგას :pupuza: და საკმაოდ წარუმატებლად რაღა დაგიმალო :D

რაც არის ის სთქვი რა პირდაპირ.

რად გინდათ ეს თამაშობანი არ მესმის...

 

პ.ს.

თუ შეიძლება ძალიან მაინტერესებს შენი პასუხი.

 

1. როდის მოკვდება ეს დედაარღნიანი რუსეთი თქვენის აზრით?

2. ხვდებით თუ არა რომ ამ მართლმადიდებლური თემატიკით საქართVელოს მოსახლეობის უმეტესობას ისევე რუსებს უგდებთ კლანჭებში?

3. ამას მიზანმიმართულად აკეთებთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შრომის კულტის დანერგვა კი კალვინის კი არა - ლუთერის პერეროგატივაა.

Grig

მეც მიკიჩ-მიკიჩ ვერკვევი ამ საკითხში . მოკლედ, მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ , ჩემი აზრით, ცდები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

პ.ს.

თუ შეიძლება ძალიან მაინტერესებს შენი პასუხი.

 

ციტატა

1. როდის მოკვდება ეს დედაარღნიანი რუსეთი თქვენის აზრით?

2. ხვდებით თუ არა რომ ამ მართლმადიდებლური თემატიკით საქართVელოს მოსახლეობის უმეტესობას ისევე რუსებს უგდებთ კლანჭებში?

3. ამას მიზანმიმართულად აკეთებთ?

სამუშაო საათები დამიმთავრდა. მოკლედ, სახლიდან გიპასუხებ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლმადიდებლობა გვიშლის ხელს რომ სამოთხე ავაშენოთ

მაქს ვებერის ნაშრომები გადაიკითხეთ. საკმაოდ საინტერესოა. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ რომ ამ კაცმა არსებული ფაქტების მიხედვით კი არ შექმნა თავისი თეორია, არამდე ფაქტიურად იწინასწარმეტყველა რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით ქვეყნების ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები. ისე აგიხდა ყველაფერი კარგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უმძიმესი სიტყვებია ამ სტატიაშიც და შემდგომ ახსნა-განმარტებებშიც. ამის სავალალო შედეგი კი ნახევარ-განათლების ბრალია. რუსული კულტურა მსოფლიოს უძლიერეს და უმშვენიერეს საგანძურს წარმოადგენს. ხალხი,რომელიც ქმნის ჩაიკოვსკის, ესენინს, პუშკინს, ტოლსტოის, ...ბულგაკოვს... ნოვოდვორცევას, პიონტკოვსკის, მას "მომაკვდავი ცივილიზაცია" დაუძახო ეს ისეთივე ბნელმეტყველებაა და დემაგოგია როგორც ძაღლ ეპიფანცევის მიერ ქართველების გამოცხადება "ხელოვნურად შექმნილ მრავალი ერების გაერთიანებად". მე ფერ განვასხვავენ ტესტიკულომან პიტლერისა და რუსების Mომაკვდავ ცივილიზაციად გამომცხადებელს ერთმანეთისაგან, ორივეს სურს მოკლას ცივილიზაცია, კულტურა ,ხელოვნება და შექმნას გებესტური კონგლომერატი მინა-სალდაფონებისა. მძიმეა იმ ზნედაცემული სულითდაცლილი ბიონარჩენის მდგომარეობა, რომლებიც ხან რუს ცივილიზაციას თვლის მომაკვდავად , ხან ქართველებს არარსებულ გაერთიანებად იხსენიებს, ეს ორივე და ის კრემლის მანიაკიც ერთი ბინძური მასისგან არიან წარმოქმნილნი.

ნუთუ სატანაილის პარპაშს არ უნდა მოეროს ბოლო და აქ განუწყვეტლად ინთხეოდეს ეს სიბინძურე?! სადამდე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...