planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს: „ის, რაც სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთა, გახლდათ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები გადასცა, ანუ თავიდან ბოლომდე ითამაშა მათი თამაში. რაც შეეხება ნოღაიდელს, ის არის სააკაშვილის პოლიტიკის გამტარებელი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთს დაუკანონებს იმას, რაც სააკაშვილმა გადასცა. რუსეთს აწყობს სააკაშვილის დიდხანს დარჩენა საქართველოში, რომ რაც მიართვა სააკაშვილმა, მასვე დააკანონებინოს. ხოლო ნოღაიდელი ჰყავთ სათადარიგო ვარიანტივით. თუ სააკაშვილი გაუგდეს, ნოღაიდელს დააჯენს. ჩვენ ორივეს ერთ კონტექსტში განვიხილავთ და ვთვლით, რომ არც ერთი უნდა დარჩეს ხელისუფლების სათავეში და არც მეორე მოვიდეს ხელისუფლებაში“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts