planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად „ალიანსმა საქართველოსთვის“ თინა ხიდაშელი წარადგინა. კანდიდატის წარდგენას ალიანსის ყველა ლიდერი დაესწრო. თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ უბანში, სადაც მე ცხოვრობ, მეგობრის კანდიდატურას წარვადგენ. თინა ხიდაშელი გამოირჩევა თავისი ერთგულებით ქართული საქმის მიმართ. გამოირჩევა თავისი შემართებით და სამართლიანობისთვის მებრძოლი ბუნებით. თინა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კანდიდატია და დარწმუნებული ვარ, გაიტანს ყველა იმ პროგრამას, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ. თინა ხიდაშელი სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოა და ის ყოველთვის იდგა ქვეყნისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის სადარაჯოზე“. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კი ამომრჩეველს მოუწოდა, რომ იაქტიურონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. „ეს არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი წყალგამყოფი, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა. ერთადერთი რამ მინდა ვთხოვო ამომრჩეველს – აუცილებლად მიდით არჩევნებზე და უთხარით „არა“ ამ ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომელმაც ექვსი წლის განმავლობაში ამდენი უსამართლობა და უკანონობა გვაჩვენა. მე ამ ბრძოლაას, რა თქმა უნდა, არშევაჩერებ, მაგრამ უფრო ძლიერად და მყარად შევძლებ თქვენი ინტერესების დაცვას, თუ მანდატი მექნება. დღეს ქვეყანას დიდი ცვლილებები ესაჭიროება – უკანონობის, უსამართლობის და უთანასწორობის წინააღმდეგ ცვლილებებები. შემოვხაზოთ ორი და ცვლილებებიც დაიწყება საქართველოში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts