Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - media.ge – ის პრეზენტაცია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Media_ge.gifვებ – გვერდი media.ge – ის პრეზენტაცია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა.

 

 

მედია.გე სამენოვანი საინფორმაციო ინტერნეტ – რესურსია ქართული მედია საშუალებების შესახებ.

 

 

როგორც მედია.გე – ის მთავარმა რედაქტორმა დავით მჭედლიძემ განაცხადა, საიტს 2000 -მდე ხელმომწერი ჰყავს.

 

 

“ვებ – გვერდს” ყოველდღიურად სტუმრობს 700 – 900 მომხარებელი, media.ge აქვეყნებს საკუთარ ინფორმაციებს და საქართველოს და უცხოეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ მასალებს, საერთაშორისო მედია გაერთიანებების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების განცხადებებსა და პრეს – რელიზებს” – აღნიშნა მჭედლიძემ.

 

 

მისივე თქმით, პროექტის მიზანია ერთის მხრივ, საქართველოს მედია პროფესიონალებისა და მეორეს მხრივ ადგილობრივ საერთაშორისო მედია განვითარებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემის დანერგვა.

 

 

როგორც “ექსპრესნიუსს” media.ge – ის ჟურნალისტმა გიორგი ფუტკარაძემ განუცხადა, პროექტმა საზოგადოების ნდობა მოიპოვა და ერთერთი ყველაზე წარმატებული პროექტია მედია სივრცეში.

 

 

პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ვებ – გვერდი თავისი არსებობით ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების მდგრადობას და განვითარებას, ჟურნალისტთა უფლებების დაცვას და სოლიდარობის გაღრმავებას ქართულ მედია თანამეგობრობაში.

 

 

პროექტი 2005 წლიდან ხორციელდება და მას ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო” აფინანსებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...