planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/53130DD0-740A-41C8-9758-1EE8AF770102redison.jpgსასტუმრო “რედისონში” დღეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების, მხარდამჭერთა დარბაზი დაფუძნდა. მხარდამჭერთა დარბაზის წევრები უმეტესად საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, რეჟისორები, პოეტები, სპორტსმენები და მწერლები არიან. როგორც კრების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს მათი ერთად შეკრება ქვეყნის მძიმე მდგომარეობამ და ტირანულმა რეჟიმმა განაპირობა. როგორც სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა და მსახიობმა “ექსპრესნიუსთან” განაცხადა, ხელისუფლებამ ქვეყნის ყველა ფუნდამენტური ფასეულობა დაარღვია და დროა ყველა მოქალაქემ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის იბრძოლოს. მისივე თქმით, სახალხო კრების იდეა მწერალს ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის. მხარდამჭერთა დარბაზის წევრებმა გაერთიანებისა და მათ დარბაზის საქმიანობაში ჩართვისაკენ ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს. რადგან მათი განცხადებით, საქართველო ამ მძიმე მდგომარეობიდან მხოლოდ ხელისუფლების შეცვლითა და ერთიანობით გამოვა. სახალხო დარბაზის წევრები საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, მათ შორის სოსო ჯაჭვლიანი, რეზო ესაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, დათო მაღრაძე, გოგი ქავთარაძე, თემო ჭიჭინაძე არიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts