Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სახალხო კრება ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/rezo_esadze-150x150.jpgსახალხო კრების მხარდამჭერთა საზოგადოებრივი დარბაზის პრეზენტაციაზე, დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საზოგადოებას მათ მიერ შემუშავებული 7 პუნქტიანი გადაწყვეტილება გააცნო.

 

 

სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრის, რეჟისორ რეზო ესაძის განცხადებით, ქვეყანა სულიერი და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგას რასაც ყოველი ქართველი უნდა ებრძოლოს.

 

 

მხარდამჭერთა დარბაზის წევრების განცხადებით მდგომარეობიდან გამოსვლისათვის აუცილებელია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რადგან ქვეყანას არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ხელისუფლება მართავს.

 

 

მათი თქმით, ასევე აუცილებელია საპარლამენტო არჩევნები, რადგან ის არ წარმოადგენს მოსახლეობის ნების გამომხატველ სახელისუფლებო ორგანოს.

 

 

მათ მიერ შემუშავებული პუნქტების მიხედვით, კრების საორგანიზაციო ჯგუფს სახალხო კრების შეხვედრის ორგანიზება და მათ შესახებ რეგიონების მაცხოვრებელთა სრული ინფორმირებაა.

 

 

სახალხო კრების წევრებმა პოლიტმატიმართა უფლებების დასაცავად ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღეს და ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კრების ორგანიზებაში ჩართვისაკენ მოუწოდეს.

 

 

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, ისინი იბრძოლებენ იმისათვის რათა დამარცხებულ მთავარსალდალს 26 მაისს აღლუმის ჩატარების უფლება არ მისცენ.

 

 

როგორც გაფრინდაშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, 26 მაისს ხალხი იზეიმებს, თუმცა აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას რითაც სააკაშვილს აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...