planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili311-150x150.jpg“სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი მოქმედი მერის და `ნაციონალების~ უსისტემო და გაუაზრებელ მიდგომას აპროტესტებს. ამის შესახებ ნიკა ივანიშვილმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მშენებარე მეტროს სადგურ “უნივერსიტეტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მეტროსადგური უკვე ფაქტიურად დაკონსერვებულია იმდენი წელია მისი მშენებლობა მიმდინარეობს. “ჩვენ ვდგავართ მეტროს სადგურ `უნივერსიტეტის~ დაკონსერვებულ მშენებლობასთან. რომ ამოქმედდეს ხაზი `ვაჟა-ფშაველა~-`უნივერსიტეტი~, ვაჟას ბოლო კვარტლების მაცხოვრებლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესსორ-მასწავლებლებს, ჯიქიას ქუჩაზე განთავსებულ უმაღლესი სასწავლებლებისა და კომპანიების სტუდენტებსა და თანამშრომლებს შეღავათი ექნებოდათ მოხერხებული და იაფი მგზავრობის კუთხით”_ განაცხად ივანიშვილმა. ივანიშვილის განცხადებით, თბილისის მერს უნდა უზრუნა მეტროს და არა 50 მილიონად პლასტმასის ხიდის აგებაზე. თბილისის მერობის კანდიდატმა “სახალხო დემოკრატების” სახელით პირობა დასდო, აღარ დაუშვას ფულის ასე უყაირათოდ ფლანგვა. მისი თქმით, პრიორიტეტებს, თუ რაზე იქნება დახარჯული თანხები ხალხის მოთხოვნები განსაზღვრავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts