Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - `ბაზისბანკის~ აქტივების მოცულობა 40 მილიონი ლარით გაიზარდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images53.jpeg`ბაზისბანკის~ აქტივების მოცულობა, შარშანდელი წლის აპრილთან შედარებით, 40 მილიონი ლარით გაიზარდა.

 

 

მნიშვნელოვანი მატებაა, აგრეთვე, საკრედიტო პორტფელში _ წლის დასაწყისთან შედარებით, ის 13 მილიონი ლარით გაიზარდა.

 

 

საცალო მიმართულების დირექტორის ლევან გარდაფხაძის შეფასებით, საკრედიტო პორტფელის ასეთ თვალსაჩინო ზრდას, ერთი მხრივ, ზოგადად, `ბაზისბანკის~ სასესხო პროდუქტებზე დაწესებული მისაღები და სასარგებლო პირობები, მეორე მხრივ კი, ბანკის ახალი პროდუქტის, `სასარგებლო ბიზნესსესხის~ პოპულარულობა განაპირობებს.

 

 

`სასარგებლო ბიზნესსესხი~ ბაზარზე თებერვლიდან გამოვიდა. `სასარგებლო ბიზნესსესხი~ გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. სესხის მაქსიმალური მოცულობა 500 ათასი ლარია, საპროცენტო განაკვეთი _ 16 %-დან. სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 10 წელიწადს შეადგენს.

 

 

`სასარგებლო ბიზნესსესხი~ განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო პროდუქტია იმის გამო, რომ მისი მიღება შეუძლიათ არა მარტო უკვე არსებულ, გამოცდილი საწარმოებს, არამედ დამწყებ მეწარმეებსაც,

 

 

`ბაზისბანკი~ 1993 წელს დაარსდა. მისი აქციონერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. საქართველოს საბანკო სივრცეში `ბაზისბანკი~ ერთადერთი ბანკია, რომლის კაპიტალში EBRD დასავლელი პარტნიორების გარეშე მონაწილეობს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...