planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images46.jpegოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს გორში მცხოვრები დევნილების მძიმე მდგომარეობაზე სასწრაფო რეაგირებას სთხოვს. როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ლორთქიფანიძემ განაცხადა, მან მიიღო 64 ოჯახის მიერ გამოგზავნილი წერილი, სადაც უმძიმეს მდგომარეობაზეა საუბარი, ისინი გორის ნარკოლოგიურის შენობაში ცხოვრობენ, რომლის სარდაფი სავსეა მავნებელი მასებით. ლორთქიფანიძემ აქვე აფხაზეთიდან დევნილი ელისო ბერულავას მდგომარეობის შესახებაც გამოთქვა აღშფოთება. ,,ბერულავას ჰყავს ორი მცირეწლოვანი, ინვალიდი შვილი და იგი უკვე 8 წელია რეგისტრირებულია ავტოფარეხში’’, – განაცხადა ლორთქიფანიძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts