Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პროექტ “ალუმნაის” პირველი შედეგი დიმიტრი შაშკინმა შეაჯამა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkin6-150x150.jpgდიმიტრი შაშკინმა პროექტ “ALUMNI”-ს შედეგები პირველ საჯარო სკოლაში შეაჯამა.

 

 

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის “წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბ ALUMNI”-ს პირველი შედეგები განათლებისა და მეცნიერების მინსტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს პირველ საჯარო სკოლაში შეკრებილ პედაგოგებს, სკოლის მოსწავლეებსა და ჟურნალისტებს გააცნო.

 

 

პირველი სკოლის კურსდამთავრებულები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც “ალუმნაის” ფონდში თანხა გადარიცხეს, ამ თანხით სკოლაში 16 ვიდეოთვალი დამონტაჟდა. ასევე იგეგმება ინტერაქტიული დაფის, ვიდეოკამერისა და სკოლისათვის აუცილებელი სხვა ტექნიკის შეძენა.

 

 

“ალუმნაი” ეს არის კურსდამთავრებულთა ფინანსური მხარდაჭერა თავისი სკოლის მიმართ. გადმორიცხული თანხა ხმარდება პედაგოგების წახალისებასა და სკოლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შეძენას.

 

 

“მსგავსი პროექტები წარმატებით ფუნქციონირებს ევროპის მრავალ ქვეყანასა და აშშ-ში, ვიმედოვნებთ, რომ პროექტი არც ჩვენს ქვეყანაში იქნება ერთჯერადი”, – განაცხადა შაშკინმა.

 

 

ამავე დღეს გადაწყდა, რომ თბილისის პირველ საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა კლუბი “პირველსკოლელი” დაფუძნდება, მომავალი კლუბის წევრების განცხადებით, ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ სკოლასთან და საკუთარ წვლილს შეიტანენ მის განვითარებაში.

 

 

როგორც ცნობილია, პროექტის მიმდინარეობისას “ალუმნაის” ფონდებში 1 მლნ-ზე მეტი ლარი შემოვიდა, დღევანდელ შეხვედრას სკოლის კურსდამთავრებულები: თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი და განათლებისა და მეცინირების მინისტრიეს მოადგილე – კოკა სეფერთელაძე ესწრებოდნენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...