planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/201002082417-150x150.jpgპარტია ,,მომავალი საქართველოს” მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საპროტესტო აქციებით გამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ, ლაღიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო, განსაკუთრებით რეგიონებში. როგორც ლაღიძე აცხადებს სამართალდამცავები მოსახლეობას აშინებენ და აფრთხილებენ რომ ხმა ან “ნაციონალურ მოძრაობას” ან “ქრისტიან-დემოკრატებს” მისცენ. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ ცესკოში საჩივრის შეტანა, რადგან ეს გაყალბება პირდაპირი გარიგებაა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს ხელი აიღონ მოსახლეობის დაშინებისაგან. წინაღმდეგ შემთხვევაში ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ეს პასუხი კი საპროტესტო აქციები იქნება.”- აღნიშნა ლაღიძემ. ლაღიძის განცხადებით, დაშინება და მუქარა ყველაზე მეტად კომპაქტურად ჩასახლებულ რეგიონებში, ძირითადად, ქართლის ,ახალქალაქის და წალკის მოსახლეობაზე შეინიშნება. პარტია ,,მომავალი საქართველოს” მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე ცესკოში საჩივარს 2 დღის ვადაში შეიტანს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts