planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images47.jpegსაქართველოს “ლეიბორისტულმა პარტიამ”, მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა მიმართვა გაუგზავნა. ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოპოზიციური პარტიები, მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას მიმართავენ თხოვნით, ყურადღებით მოეკიდონ ჩვენი ქვეყნის პრობლემებს და მოიწვიონ საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს საკითხზე. “კონფერენციაზე აუცილებელია მათ განიხილონ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების,საერთაშორისო ეგიდით ჩატარების საკითხები”_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა ისეთ ჩიხში შეიყვანა ქვეყანა, რომ მისი შიდა რესურსით აღდგენა უკვე შეუძლებელია. ნათელაშვილმა აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში თანამშრომლობისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. მიმართვას ხელს “ახალი მემარჯვენეები”, “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “თეთრები”, “მომავლის პარტია”, “მოძრაობა დაიცავი საქართველო”, “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “მრეწველები”, “თავისუფლება”, “საქართველოს გზა”, “ეროვნული ფორუმი”, “პოლიტიკური გაერთიანება მამულიშვილი”, “ქრისტიანული საქართველო”, “ლეიბორისტული პარტია”, “კონსერვატიული პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “სახლხო ფრონტი”, “სახალხო მართმადიდებლური მოძრაობა”, “სოციალ დემოკრატიული მოძრაობა”, “ტრადიციონალისტთა კავშირი”, “ქალთა პარტია”, “ქართული დასი”, “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”, “ჩვენი საქართველო- თავისუფალი დემოკრატები” და “ხალხის პარტია” აწერენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts