planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/preview.php_1-150x150.jpg“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მას პირად საუბრისას არჩევნების სავარაუდო შედეგები გააცნო და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებზე მხოლოდ ხმების 65%-ს დასჯერდება. აღნიშნული განცხადება ზურაბ ნოღაიდელმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მოძრაობის ლიდერის განცხადებით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება ხელისუფელბის მიერ უკვე დაწყებულია და ამის კიდევ ერთი დასტურია ზურაბ ხარატიშვილის განცხადებაც. “ხარატიშვილმა “დამამშვიდა” და მითხრა, რომ არაფერია სანერვიულო არჩევნებთან დაკავშირებით, მისი თქმით “ნაციონალური მოძრაობა” ხმების 65%-ზე მეტის აღებას არ აპირებს. ფაქტიურად მან არჩევნების შედეგები წინასწარ გამაცნო. მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ არჩევნების გაყალებებას არ დავუშვებთ და გავაფრთხილო ყველა, რომ ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას სასტიკად დაისჯება”, – განაცხადა ნოღაიდელმა. მისი თქმით, არჩევნების გაყალბებით მერაბიშვილი და სააკაშვილი საქართველოში ბიშკეკის რევოლუციის სცენარს წერენ. “არჩევნების გაყალბებით მერაბიშვილი და სააკაშვილი საქართველოში ბიშკეკის სცენარს წერენ. ერთადერთი შანსი არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვებისა, არის მისი გაყალბება და ეს პროცესი ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია”, – დასძინა ნოღაიდელმა. მოძრაობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია სხვა საკითხები, რაზეც მან და ხარატიშვილმა პირად შეხვედრაზე ისაუბრეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts