planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/200907212306-150x150.jpgინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოვლენილ ყვალა დარღვევაზე მკაცრი რეაგირება მოხდება. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა. ჩახვაძემ მოუწოდა სახელმწიფო მოხელეებს, იმოქმედონ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, არ მოახდინონ როგორც ამომრჩევლებზე, ასევე პოლიტიკურ პარტიებსა და მათ კანდიდატებზე ზეწოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ჩახვაძემ დეტალურად ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გუშინ წარმოდგენილ ანგარიშში მოყვანილი დარღვევების ფაქტებზე და აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ სამთავრობო კომისიასთან შეხვედრაზე დააყენებენ ამ ფაქტებს, რომლებშიც ასახულია სახელმწიფო რესურსების არაკანონიერი გამოყენებისა და კონკურენტი პარტიების კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტები. ამასთან, სამთავრობო კომისიისგან ინტერფრაქციული ჯგუფი მოითხოვს შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადმინისტრაცული რესურსების არაკანონიერად გამოყენების ყოველ კონკრეტულ ფაქტზე, მათ შორის კონკრეტული სახელმწიფო მოხელეების მიმართ გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts