planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kotejei-150x150.gifდევნილთათვის აშენებული კოტეჯები არადამაკმაყოფილებელი არქიტექტურული პროექტით და უხარისხო საშენი მასალით არის აშენებული. 2008 წლის აგვისტოს შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის აშენებული კოტეჯების მშენებლობის პროცესის და ხარისხის შედეგებთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ” ანგარიში წარადგინა. პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა და მონიტორინგი ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა შენობების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები. “პრობლემა ეხება ძირითადად შენობების ხარისხს, რომელიც გამოწვეულია არადამაკმაყოფილებელი არქიტექტურული პროექტით. ეს პრობლემები დღემდე აქტუალურია და უარყოფით გავლენას ახდენს დევნილთა ცხოვრებაზე.” – განაცხადა ხუციშვილმა. “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” აღამსრულებელი დირექტორის ვახტანგ კობალაძის განცხადებით კი, დაგეგმვის პროცესში უფრო მეტი ექსპერტი, რომ ყოფილიყო ჩართული, შესაძლებელი იქნებოდა კოტეჯებში გაჩენილი პრობლემების თავიდან აცილება. “კოტეჯები ომის შემდგომ პერიოდში აშენდა. იმ დროს უმთავრესი ამოცანა დევნილებისთვის დროებითი თავშესაფარი იყო და არა გრძელვადიანი საცხოვრებლით მათი უზრუნველყოფა” – აცხადებს კობალაძე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოტეჯების შეფასების კუთხით, მონიტორინგის პროცესში დამოუკიდებელი ინჟინერ – ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, მათი დასკვნების თანახმად, შენობები სტრუქტურულად საღია და კიდევ მრავალი წლის მანძილზე შეინარჩუნებს მდგრადობას, თუმცა ობისა და სინესტის პრობლემებს კვლავაც ექნება ადგილი. როგორც “ექსპრესნიუსს” საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ანა ტოკლიკიშვილმა განუცხადა, “მუნიციპალურ განვითარების ფონდში” მოქმედი სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის სისტემა მთლიანობაში კარგად არის დოკუმენტირებული და დამოუკიდებელ ექსპერტებს პროცესის გადამოწმების საშუალებას აძლევს. “ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ფონდი კოტეჯებში არსებულ ხარვეზებს და ამავე დროს, მონიტორინგს უწევს მათ აღმოფხვრას, არათანმიმდევრული და ხშირ შემთხვევაში, არაზუსტია, ეს კი ხელს უშლის უწყებას, რომ კოტეჯებში გამოვლენილი პრობლემების გამო პასუხს მოსთხოვს სამშენებლო კომპანიებს.” – განაცხადა ტოკლიკიშვილმა. საუბარია იმაზეც, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის კომუნიკაციები გაუმჯობესდება და სამშენებლო კომპანიების კონტრაქტები და ბიუჯეტები გამჭირვალე იქნება. შეგახსენებთ, რომ “კოალიცია” “გამჭირვალობა საერთაშორისო დახმარება საქართველოს” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაარსდა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts