planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 ირაკლი ალასანიამ სამგორის N4 ოლქში, ე. წ. აფრიკის დასახლებაში რესპუბლიკელი გულიკო ზუმბაძის კანდიდატურა წარადგინა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ამ რაიონის წარმომადგენელი საკრებულოში, რადგან სწორედ საკრებულოში უნდა გავიტანოთ ჩვენი პროგრამები. ამიტომ ძლიერი წარმომადგენელი გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი გულიკო ღირსეულად წარმოადგენს ამ რაიონს. იგი ნდობით სარგებლობს, ყოველდღიურად მოსახლეობასთანაა. მე მას დავავალე და ვთხოვე, ათი დღის ვადაში წარმოადგინოს პრობლემები თითოეული კორპუსის მიხედვით, თუ რა საკითხები უნდა დავაყენოთ საკრებულოში პირველივე დღეს. მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ადგილობრივ დონეზე მოდის ხელისუფლება, რომელიც მათზე ზრუნავს. მე ქალბატონ გულიკოსა და მის გუნდს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ“. „ამ დასახლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია გზა, წყალი... არის ქუჩები, სადაც მანქანა საერთოდ ვერ მიდის, წვიმიან დღეს სკოლაში ბავშვები ტალახში ამოსვრილები მიდიან, არ არის კანალიზაციის ქსელი... ასეთი რამდენიმე დასახლებაა, - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ, - ეს ხალხი თვლის, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ უყურადღებოდ რჩება. ჩვენ შევქმნით საკრებულოსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის მექანიზმს, რომელიც ძალიან ეფექტური იქნება. ეს ურთიერთობა მათი დეპუტატის მეშვეობით განხორციელდება. მთავარი პრობლემებია ჯანდაცვის, დასაქმებისა და განათლების საკითხები. აქ ცხოვრობს უამრავი ბავშვი, რომელიც განათლებას ვერ იღებს. ჩემი მიზანი იქნება - არცერთი ბავშვი არ დარჩეს განათლების გარეშე“. - განაცხადა ირაკლი ალასანიამ გულიკო ზუმბაძის წარდგენას „ალიანსი საქართველოსთვის“ ყველა ლიდერი ესწრებოდა. ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა, რომელსაც, მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ საზოგადოებაზე, რათა მათ მხარი დაუჭირონ ნაცმოძრაობის კანდიდატებს. „ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალოვან სტრუქტურებში ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანია, რომელსაც არ მოსწონს, რა დავალებასაც ასრულებს, თუმცა დღევანდელ დღეს ცხოვრება არის ძალიან რთული და ამიტომ შესაძლებელია, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდეს თავისუფალი ქმედების საშუალება. სწორედ ამიტომ 30 მაისს, არჩევნების დღეს უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი და უკეთესი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ამომრჩევლისთვის, - დასძინა ირაკლი ალასანიამ, - ოცი წლის განმავლობაში პირველად ვიყრი კენჭს და მთელი ამ პერიოდის მანძილზე არაერთხელ გამიცრუვდა იმედი იმ დაპირებების გამო, რომლებიც არ შეასრულეს. სწორედ ამიტომ სამსჯავროზე გამოვიტანეთ მხოლოდ რეალისტური პროგრამები, რომლის შესრულების ანგარიშიც თქვენ ერთ წელიწადში შეგიძლიათ მოითხოვოთ და დაინახოთ კიდეც კონკრეტული შედეგები. თუ საზოგადოება გაერთიანდება, აქტიურობა მაღალი იქნება არჩევნებზე, მაშინ გამარჯვების შანსი რეალურია“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts