Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: სოფიო ხორგუანი ორთაჭალაში,გორგასლის 115-ე კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა


Recommended Posts

„ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი კრწანისის რაიონში სოფიო ხორგუანი ორთაჭალაში გორგასლის 115-ე კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა. ქარხანა „ელექტროავტომატის“ საერთო საცხოვრებელში, რომელიც 1959 წელს აშენდა, გაუსაძლის პირობებში 72 ოჯახი ცხოვრობს. ავარიულ შენობაში დაზიანებული სახურავიდან წყალი ხუთივე სართულზე ჩადის, კედლები დახეთქილი და დაბზარულია, დერეფნული სისტემის გამო, რამდენიმე ოჯახი საერთო სამზარეულოთი და მოუწყობელი, ე. წ. „თურქული“ ტუალეტებით სარგებლობს.

 

 

შენობაში არ არის შეყვანილი გაზი, ეზოში ასფალტი აყრილი და დაზიანებულია; მახლობელი მთიდან ჩამომდინარე წყალი სარდაფებში გროვდება და სახლს საძირკველს უზიანებს. კორპუსი სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს გეოლოგების დასკვნა აქვთ და მათი თქმით, შესაძლოა შენობას სარტყელი გაუკეთდეს და ორივე მხრიდან მიშენებების ხარჯზე გამაგრდეს, რაც შეჭირვებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართსაც გაუზრდის.

 

 

115-ე კორპუსის მცხოვრებლები ცენტრალურ მაგისტრალზე შუქნიშნების დამონტაჟებასაც ითხოვენ, რადგან სახიფათო მოსახვევში ხშირია ავარიები. კომუნალური გადასახადები, უმუშევრობა, როგორც ყველგან, აქაც პრობლემაა.

 

 

ამ კორპუსში, რომელიც 1996 წელს საკუთრებაში დაუკანონდათ, ქარხნის აქციონერები ცხოვრობენ, თუმცა მათი აქციები პრაქტიკულად ანულირებულია.

 

 

აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა გამგეობასა და მერიას, თუმცა პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ისინი დახმარებას მაჟორიტარობის კანდიდატს სთხოვენ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...