Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი პირუტყვების კომენტარები :)

არადა წააგებენ საქმეს წყალი არ გაუვა.

და ჯერ მთავარი პირუტყვი რას იტყვის ეგაა საინტერესო :)

და მერე მისი პირველი მოადგილე პირუტყვი, ვისმა უშუალო კადრებმაც ( ასევე პირუტყვებმა ) მოახდინეს ეს ამაზრზენი ქმედება....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 47
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

kisa

ამ დასკვნებს და საერთაშორისო დონეზე გამოტანილ "განაჩენებს" ხელისუფლების მიერ მოყვება ათასი ინტერპრეტაციები

ვერა.

აი უყურე რას წერს ადვოკატი:

თუ აღნიშნული ბრალდება, კერძოდ, სიცოცხლის უფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის ეფექტური ზომების უფლებების დარღვევის ფაქტები დადასტურდება, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, საქმის თავიდან განხილვა და მორალური ზიანის სახით საქართველოს ხელისუფლებისგან 300 000 ევრო მოვითხოვოთ

თუ იმ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტები დასტურდება, ეს იქნება ცალსახად გაცხადებული დასკვნაში. საერთოდ სასამართლოს დასკვნა ყოველთვის ცალსახაა განსხვავებით პოლიტიკოსების დასკვნებისაგან და არანაირი ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სასაწაულს ამბობ ეხლა შენ

ამაზე ამბობ ალბათ.

ჩემის აზრით სასამართლოს განაჩენი (მხოლოდ და მხოლოდ განაჩენი, სასჯელის ვადა) სავსებით რეალური და ნორმალური იყო. უბრალოდ სხვა უამრავი უსამართლო განაჩენის ფონზე გამოჩნდა უსამართლოდ და ლმობიერად. წესით ეს კი არ უნდა იყოს მძიმე, სხვა განაჩენები უნდა იყოს მსუბუქი.

შესაძლოა ერთი შეხედვით მართლა ასე ჩანდეს, მაგრამ არაა სასწაული. მე უბრალოდ მშრალი ფაქტის, სასამართლოს განაჩენისა და მისჯილი წლების შესახებ ვთქვი, თორემ ზოგადად სამართალწარმოებაზე, პროცესზე, შემდგომ შეწყალებაზე ლაპარაკიც არაა... 8 წელი ნამდვილად არაა ცოტა და არც ბევრი, ნებისმიერ ევროპულ სასამართლოს შეიძლება ამდენივე მიესაჯა.

აბსოლუტურად სხვა საკითხია თუ როგორ ჩატარდა გამოძიება და თავად სასამართლო პროცესი. რაზე უნდა იდავოს კაცმა როდესაც დღეს, ჩვენს რეალობაში ადამიანი იხდის საჯელს განზრახ მკვლელობისთვის და არსებობს "მსხვერპლის" ჩვენება მასზედ, რომ ის ცოცხალია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.epn.ge/wp-content/uploads/stars-150x150.jpgსტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გირგვლიანის ოჯახის სარჩელის განხილვა დღეიდან დაიწყება.

 

 

როგორც “ექსპრესნიუსს” გირგვლიანების ოჯახის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა აცნობა, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში უკვე წარადგინა მოსამართლე (კონკრეტული საქმისთვის სპეციალურად მივლენილი მოსამართლე) ირაკლი ადეიშვილი. მანამადე, 2 თებერვლისთვის დანიშნული პროცესის გადადების მიზეზი სტრასბურგში ქართველი მოსამართლის ნონა წოწორიას მიერ საქმის აცილება გახდა, რის შემდეგაც ად ჰოც მოსამართლის წარდგენა გახდა საჭირო.

 

 

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, თავდაპირველად, მხარეებთან კონსულტაციის შედეგად, სხდომის სავარაუდო თარიღად 30 მარტი შეირჩა, თუმცა საბოლოოდ, მოსმენის თარიღის კიდევ გადაწევა ქართველი ად ჰოც მოსამართლის მოთხოვნა იყო.

 

 

“მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ წარადგინა ად ჰოც მოსამართლე, სტრასბურგის სასამართლომ სხდომის თარიღთან დაკავშირებით ორივე მხარესთან კონსულტაციები გამართა. თავდაპირველი შემოთავაზება უკავშირდებოდა 30 მარტს, თუმცა ამ საქმეზე წარგენილმა მოსამართლემ ირაკლი ადეიშვილმა ევროპის სასამართლოს აცნობა, რომ 30 მარტი აღარ იყო მისაღები, ვინაიდან იგი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს ჩანიშნული ჰქონდათ საქმეების განხილვა, რომლებშიც ისიც მონაწილეობს. ამ მიზეზით სტრასბურგის სასამართლოსგან მოითხოვა თარიღის გადაწევა 18 აპრილის შემდგომი პერიოდისათვის. ბატონი ადეიშვილის სტრასბურგის სასამართლოსადმი მიწერილი წერილის ასლი ევროპულმა სასამართლომ გამოგვიგზავნა”, – განაცხადა ჯანდიერმა.

 

 

საქმის ღია მოსმენისას სტრასბურგში გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს ადვოკატები დავით ჯანდიერი და შალვა შავგულიძე დაიცავენ. სასამართლო სხდომის ჩანაწერი ევროპული სასამართლოს ვებ გვერდზე განთავსდება.

 

 

სტრასბურგის სასამართლოსგან გირგვლიანის ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადასტურებას და სახელმწიფოსთვის 300 000 ევროს სახით კომპენსაციის დაკისრებას მოითხოვს.

 

 

2006 წლის იანვარში სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. გირგვლიანის მკვლელობამ ქვეყანაში საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა და 6–7–წლიანი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, რამდენიმე თვის წინ კი ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. გარდაცვლილის ოჯახი და საზოგადოების ნაწილი გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთების დასჯას დღემდე ითხოვს.

მოათავსეთ კომენტარი

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

planetanews

მაგარი ნიუსია!

ვნახოთ ვნახოთ...

რაღაც იდეები მაქვს ამ სასამართლოსთან დაკავშირებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც იდეები მაქვს ამ სასამართლოსთან დაკავშირებით...

შობე დარეჯან!:ihihi:

დღEსდღეისობით ერტადერტი თემაა სადაც სერიოზული განწყობით შემოვდივარ-მაინტერესებს შენი იდეები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება.

მე პოზიტიური მოლოდინები მაქვს...პრეცედენტი არის -ასლანას პირადი პატიმრის საქმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

პოზიტიური იქნება ყველა შემთხვევაში.

რაოდენ პოზიტიური აი ესაა საკითხავი..

ვნახოთ ვნახოთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს სტრასბურგში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც სტრასბურგიდან “ექსპრესნიუს” გირგვლიანების ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განუცხადა,

ძნელი სათქმელია, თუ როდის გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა საქმე იმდენადაა მომზადებული, რომ არ არის გამორიცხული განაჩენის გამოტანას დიდი დრო არ დასჭირდეს.

 

 

სასამართლო სხდომაზე თავდაპირველად საქართველოს მთავრობის სახელით სიტყვით იუსიტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი გამოვიდა, ხოლო გირგვლიანის მხარეს დაცვის სიტყვა წარმოთქვა და მოსამართლეთა შეკითხვებს უპასუხა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა. დაცვა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე მიმდინარეობდა.

 

 

“ჩემი აზრით, მთავრობის არგუმენტები იყო არამადაჯერებელი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. მთავრობის წარმომადგენლებმა ვერ უპასუხეს იმ ძირითად არგუმენტებს, რომლებიც დაცვის მიერ იქნა წამოყენებული”, -განაცხადა ჯანდიერმა

 

 

სასამართლო სხდომაზე ჯანდიერმა დაასახელა ყველა გამომძიებელი და მოსამართლე, ასევე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი, როგორც კანონდამრღვევები.

 

 

“ყურადღება იმაზე გავამახვილე, რომ სანდრო გირგვლიანი მკვლელობაზე სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, ისევე როგორც არასწორ გამოძიებაზე.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ვალერი ხუბულოვის, გიორგი გამცემლიძის მკლველობასთან დაკავშირებით ჩემს მიერ სასამართლო სხდომაზე შეფასდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალმომრეობის ადმინისტრაციული ტაქტიკა”, – აღნიშნა ჯანდიერმა.

 

 

მომჩივანი მხარის დელეგაციაში იმყოფებოდნენ ადვოკატები დავით ჯანდიერი და შალვა შავგულიძე.

 

 

განხორციელდა სხდომის ტრანსლაცია და იგი ევროპის სასამრთლოს ვებგვერდზე სავრაუდოდ ხვალიდან განთავსდება.

 

-.

 

 

2006 წლის იანვარში სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. გირგვლიანის მკვლელობამ ქვეყანაში საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა და 6–7–წლიანი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, რამდენიმე თვის წინ კი ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. გარდაცვლილის ოჯახი და საზოგადოების ნაწილი გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთების დასჯას დღემდე ითხოვს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ჩემის აზრით სასამართლოს განაჩენი (მხოლოდ და მხოლოდ განაჩენი, სასჯელის ვადა) სავსებით რეალური და ნორმალური იყო. უბრალოდ სხვა უამრავი უსამართლო განაჩენის ფონზე გამოჩნდა უსამართლოდ და ლმობიერად. წესით ეს კი არ უნდა იყოს მძიმე, სხვა განაჩენები უნდა იყოს მსუბუქი.

მარტო ყელის არეში 12 ჭრილობა ქონდა მიყენებული გვირგვლიანს. ეს განზრახ მკვლელობაა და ჩემი აზრით სამუდამო პატიმრობას უნდა ითვალისწინებდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

 

მარტო ყელის არეში 12 ჭრილობა ქონდა მიყენებული გვირგვლიანს. ეს განზრახ მკვლელობაა და ჩემი აზრით სამუდამო პატიმრობას უნდა ითვალისწინებდეს.

არა, 8 ცოტაა, მაგრამ სამუდამო მეტისმეტი მგონია. ეგ ჭრილობები არ ვიცოდი, მე გაუფრთხილებლობა მეგონა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ეგ ჭრილობები არ ვიცოდი, მე გაუფრთხილებლობა მეგონა..

ბრალი ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით წაუყენეს. მარა იმ დაზიანებების გათვალისწინებით რაც გვირგვლიანს აღმოაჩნდა აშკარად განზრახ მკვლელობა იყო. განზრახ მკვლელობისთვის კიდე 20 წლიდან სამუდამო პატიმრობაა ჩვენთან როგორც ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

CHAMBER HEARING

ENUKIDZE AND GIRGVLIANI v. GEORGIA

 

The European Court of Human Rights is holding a Chamber hearing this Tuesday 27 April 2010 at 2.30 p.m., on the admissibility and merits in the case of Enukidze and Girgvliani v. Georgia (application no. 25091/07).

 

The hearing will be broadcast at the end of the day on the Court’s Internet site (http://www.echr.coe.int).

დღის ბოლოს დაიდება ამ სხდომის ვიდეოჩანაწერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

არ იყო ეგ განზრახ მკვლელობა. განზრახ მკვლელობა რომ ყოფილიყო მინიმუმ გვამს ვერ იპოვნიდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...