T_A_T Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 ევროსასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა მომავალ კვირას იგეგმება 09:47 - 25.04.2010 ევროსასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა 27 აპრილს იგეგმება. როგორც "პირWელს" გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, ევროსასამართლომ მოსამართლე ნონა წოწორიას შემცვლელად ქართული მხარის მიერ წარდგენილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი დააკავეს, რომელთაც 7-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ პრეზიდენტის შეწყალების შედეგად ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, შემდეგ კი ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სანდრო გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას ასახელებს. ცნობისთვის, საქმეში "ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" საქართველოს სახელმწიფოს ბრალი ევროკონვენციის ოთხი მუხლით აქვს წაყენებული და ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდების მხარეს ადგილობრივ სამართალწარმოებაში საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შესაძლებლობა ექნება. "თუ აღნიშნული ბრალდება, კერძოდ, სიცოცხლის უფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის ეფექტური ზომების უფლებების დარღვევის ფაქტები დადასტურდება, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, საქმის თავიდან განხილვა და მორალური ზიანის სახით საქართველოს ხელისუფლებისგან 300 000 ევრო მოვითხოვოთ", - განმარტა შავგულიძემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 გირგვლიანის საქმე, ევროსასამართლოშიმოდი აქვე ვთქვათ. ვიღებთ ევროსასამართლოს განაჩენს თუ არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 (edited) Saturn ჯერ შენ გვითხარი, ქართული სასამართლოს შედეგი თუ მიგაჩნია სამართლიანად? ჩასწორება უფრო სწორად სასამართლოსი კი არა, შემდგომ პროცესებს ვგულისხმობ. ჩემის აზრით სასამართლოს განაჩენი (მხოლოდ და მხოლოდ განაჩენი, სასჯელის ვადა) სავსებით რეალური და ნორმალური იყო. უბრალოდ სხვა უამრავი უსამართლო განაჩენის ფონზე გამოჩნდა უსამართლოდ და ლმობიერად. წესით ეს კი არ უნდა იყოს მძიმე, სხვა განაჩენები უნდა იყოს მსუბუქი. Edited April 25, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 25, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 ვიღებთ ევროსასამართლოს განაჩენს თუ არაჩვენ ტუ ხელისუფლება? რომელს გულისხმობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 Saturn ჯერ შენ გვითხარი, ქართული სასამართლოს შედეგი თუ მიგაჩნია სამართლიანად? ჩასწორება უფრო სწორად სასამართლოსი კი არა, შემდგომ პროცესებს ვგულისხმობ. ჩემის აზრით სასამართლოს განაჩენი (მხოლოდ და მხოლოდ განაჩენი, სასჯელის ვადა) სავსებით რეალური და ნორმალური იყო. უბრალოდ სხვა უამრავი უსამართლო განაჩენის ფონზე გამოჩნდა უსამართლოდ და ლმობიერად. წესით ეს კი არ უნდა იყოს მძიმე, სხვა განაჩენები უნდა იყოს მსუბუქი. არ ეთნხმები და მაინც აძლევ ხმას. ეს არის დემოკრატიის ნამდვილი გამოვლინება, ისევე როგორც გვირგვლიანის მკვლელების ვადაზე ადრე გამოშვება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 Saturn ჯერ შენ გვითხარი, ქართული სასამართლოს შედეგი თუ მიგაჩნია სამართლიანად? ჩასწორება უფრო სწორად სასამართლოსი კი არა, შემდგომ პროცესებს ვგულისხმობ. ჩემის აზრით სასამართლოს განაჩენი (მხოლოდ და მხოლოდ განაჩენი, სასჯელის ვადა) სავსებით რეალური და ნორმალური იყო. უბრალოდ სხვა უამრავი უსამართლო განაჩენის ფონზე გამოჩნდა უსამართლოდ და ლმობიერად. წესით ეს კი არ უნდა იყოს მძიმე, სხვა განაჩენები უნდა იყოს მსუბუქი.სასაწაულს ამბობ ეხლა შენ, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 Saturn მოდი აქვე ვთქვათ. ვიღებთ ევროსასამართლოს განაჩენს თუ არა?კარგად მახსოვს ბატონო სატურნ, რომ იგივეს ამბობდით ტალიავინის დასკვნის შესახებ. დაველოდები და მივიღებო. შემდეგ თქვენმა მხარემ (ხელისუფლება და მისი მომხრეები) შერჩევითი პრინციპით მიიღეთ, ანუ მხოლოდ ის ნაწილები, რაც გაწყობდათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 ჩვენ ტუ ხელისუფლება? რომელს გულისხმობ?ჩვენში ფორუმელებს ვგულისხმობ. კარგად მახსოვს ბატონო სატურნ, რომ იგივეს ამბობდით ტალიავინის დასკვნის შესახებ. დაველოდები და მივიღებო. შემდეგ თქვენმა მხარემ (ხელისუფლება და მისი მომხრეები) შერჩევითი პრინციპით მიიღეთ, ანუ მხოლოდ ის ნაწილები, რაც გაწყობდათ.მე არა ერთხელ გითხარით რომ ნუ ახდენთ განზოგადებას ჩემთან დაკავშირებით. მე პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ ჩემს სიტყვებზე და ქმედებებზე. და მე მივიღე ის დასკვნა ისე როგორც იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 Saturn მე მივიღე ის დასკვნა ისე როგორც იყო.ანუ შენ დაეთანხმე სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიგაჩნია რომ ის რაც გადაწყვიტა სასამართლომ სამართლიანია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 Saturn ანუ შენ დაეთანხმე სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიგაჩნია რომ ის რაც გადაწყვიტა სასამართლომ სამართლიანია?ეგ პოსტი ტალიავინის კომისიის დასკვნას ეხება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 Saturn ეგ პოსტი ტალიავინის კომისიის დასკვნას ეხება.რა შუაშია ტალიავინის კომისიის დასკვნა გირგვლიანის თემაში?რაღაც ვერ მივხვდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 Saturn რა შუაშია ტალიავინის კომისიის დასკვნა გირგვლიანის თემაში?რაღაც ვერ მივხვდი საზოგადოდ როდესაც თემა სატურნის სამუშოა ადგილს ეხება ( გაიხსენე თუნდაც პოლიციელების მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მკვლელობაზე რომ იყო საუბარი), ის მაშინათვე იწყებს ამ თემის დაფლუდვას. სამწუხაროა რომ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ადმინისტრაცია ამას ყურადღებას არ აქცევს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 proletari საზოგადოდ როდესაც თემა სატურნის სამუშოა ადგილს ეხება ( გაიხსენე თუნდაც პოლიციელების მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მკვლელობაზე რომ იყო საუბარი), ის მაშინათვე იწყებს ამ თემის დაფლუდვას.მე ამას ვატყობ დიდი ხანია, სწორედაც რომ ეს პრეტენზია მაქ მასთან - აბა პირადად კი არაფერს ვერჩი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 (edited) kisa რა შუაშია ტალიავინის კომისიის დასკვნა გირგვლიანის თემაში?რაღაც ვერ მივხვდიძუკუს პოსტი წაიკითხე ყურადღებით. Edited April 25, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 25, 2010 Saturn ძუკუს პოსტი წაიკითხე ყურადღებით.წავიკითხე - გასაგებია რატომ ახსენე.მაგრამ არსებობს ერთი რამ - ამ დასკვნებს და საერთაშორისო დონეზე გამოტანილ "განაჩენებს" ხელისუფლების მიერ მოყვება ათასი ინტერპრეტაციები. მე მაინტერესებს - შენთვის როგორც პიროვნებისთვის მისაღებია ის რაც ტრიალებდა გირგვლიანის საქმის ირგვლივ?ეს საოდავი გირგვლიანის საქმეა გახმაურებული, თორემ მსგავსი რამ ბევრია მომხდარი და ნუ ჩამომათვლევინებ აქ - ისედაც კარგად იცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.