planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/3408-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სავარაუდოდ რეგულარულ მუშაობას შეწყვეტს. როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე ბაქრაძემ განაცხადა, ერთი თვით ადრე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეწყვეტის პრაქტიკა არსებობს და სავარაუდოდ, ამ პრაქტიკას ახლაც გამოიყენებენ. ბაქრაძის მტკიცებით, წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომიდინარე, მაჟორიტარ დეპუტატებს და ოპოზიციას სხდომებზე დასწრება უჭირს, შესაბამისად არჩევნებამდე ერთი თვის პერიოდში, სხდომები მხოლოდ აუცილეობლობის შემთხვევაში ჩატარდება. პარლამენტი მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას, პლენარულ სხდომაზე მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს ჩატარდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts