Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის მონიტორინგის შედეგებს წარადგენენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/qortiadi-150x150.jpgსასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დღეს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.

როგორც ~ექსპრესნიუსს~ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოდან” აცნობეს, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს მშენებლობის ხარისხზე, რომელიც რამდენიმე დამოუკიდებელმა ინჟინერმა შეაფასა, ასევე, მშენებლობაზე პასუხისმგებელ უწყებებზე, გაწეულ ხარჯებზე და ხელისუფლების მხრიდან მშენებლობის პროცესის ზედამხედველობასა და ამ კუთხით მის ანგარიშვალდებულებაზე.

ანგარიში – “კოტეჯური ტიპის დასახლებები ახალი დევნილებისთვის საქართველოში: ანგარიშვალდებულება დახმარებისა და მშენებლობის პროცესში”, ასახავს, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის პროცესი.

დასკვნით ნაწილში ხელისუფლებას და დონორებს ანგარიშის ავტორები რეკომენდაციებს სთავაზობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაითვალისწინონ 1990-იანი წლების დევნილების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...