planetanews Posted April 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/rustavelis-150x150.jpgრუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დღეს და ხვალ პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ზურაბ ანტონოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის “მზის დაბნელება საქართველოში” პრემიერა.სპექტაკლი ცნობილი ქართული ვოდევილების საფუძველზე შეიქმნა. მისი ძირითადი სიუჟეტი ზურაბ ანტონოვის პიესაში მომხდარი ამბავია. სპექტაკლში ასევე არიან პერსონაჟები გიორგი ერისთავის პიესიდან “ძუნწი”, რაფიელ ერისთავის “ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს,” ავქსენტი ცაგარელის “ხანუმადან.”სპექტაკლში, ისევე როგორც ~მოხუც ჯამბაზებში~, მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები – ჯემალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე, მარინა კახიანი, ზინა კვერენჩხილაძე, ლევან ბერიკაშვილი, სოსო ლაღიძე, ზაზა ლებანიძე, მარინა ჯანაშია ასრულებენ.სპექტაკლის რეჟისორია გოჩა კაპანაძე, ხოლო მხატვარი – ანა ნინუა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts