Jump to content
Planeta.Ge

აინშტაინის აზრი რელიგიასთან დაკავშირებით...


Recommended Posts

http://image.guim.co.uk/sys-images/Guardian/Pix/pictures/2008/05/12/einstein460x276.jpg

 

"მეცნიერება რელიგიის გარეშე ხეიბარია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე - ბრმა", - თქვა ერთხელ აინშტაინმა და მისი ეს გამოთქმა მრავალი კამათის და დებატების მიზეზად იქცა, მორწმუნეთა და არამორწმუნეთა შორის...

 

სამაგიეროდ ცოტაა ცნობილი მისი წერილის შესახებ, ამ წერილმა შესაძლოა საბოლოო წერტილი დაუსვას ამ დავებს, თუმცა შესაძლოა უფრო მეტი დავის საგანიც გახდეს.

 

მას შემდეგ რაც ეს წერილი 50 წელი ინახებოდა საიდუმლოდ პირად კოლექციაში, ის ბოლოს და ბოლოს გაიყიდება ლონდონში აუქციონზე. ამ წერილიში ნათლად არის წარმოდგენილი აინშტაინის დამოკიდებულება რელიგიის მიმართ, უწოდებს რა მას: "ბავშვურ ცრურწმენებს"...

 

ეს წერილი აინშტაინმა 1954 წლის 3 იანვარს მისწერა მეცნიერ ერიკ გატკინდს, რომელმაც აინშტაინს გაუგზავნა საკუთარი წიგნი: Choose Life: The Biblical Call To Revolt (აირჩიე ცხოვრება: ბიბლიური მოწოდება რევოლუციისკენ).

 

წერილი გაიყიდა ერთი წლის შემდგომ და მას მერე პირად კოლექციაში ინახებოდა, აი მისი შინაარსიც:

 

სიტყვა "ღმერთი" ჩემთვის არაფერია თუ არა ნაყოფი ადამიანის სისუსტეებისა. ბიბლია არის კოლექცია პატივსაცემი, მაგრამ მაინც ბავშვური, პრიმიტიული ლეგენდებისა და ამ აზრს ვერ შემაცვლევინებს ვერანაირი ინტერპრეტაცია, რაც არ უნდა გონებამახვილური (ჩემთვის) იყოს ის...

 

აინშტაინი, რომელიც თვითონ ებრაელი იყო, ერთ დროს უკვე უარყო შემოთავაზება - გამხდარიყო ისრაელის მეორე პრეზიდენტი. ის ასევე უარყოფდა იდეას რომ ებრაელები ღვთის რჩეული ხალხი იყო:

 

ჩემთვის ებრაელების რელიგია, სხვა მსგავსი რელიგიების მსგავსად ბავშვური ცრურწმენების რეინკარნაციაა, ებრაელი ერი რომელსაც მოხარული ვარ მივეკუთვნებოდე და რომლის მენტალიტეტიც ჩემთვის ძალიან ახლობელია - არ ფლობს არანაირ განსაკუთრებულ ხარისხს, ჩემი გამოცდილებით სხვა ადამიანთა ჯგუფებს არაფრით სჯობიან თუმცა დაცულნი არიან სხვადასხვა სახის "სიმსივნეებისგან" რადგან არ ფლობენ დიდ ძალას. სხვა მხრივ, ვერაფერ "რჩეულს" მათში ვერ ვხედავ!

 

ეს ხელნაწერი იმდენად იშვიათია, რომ ამ თემაზე ყველაზე ცნობილი და აკადემიური ნაშრომის მაქს ჯემერის - Einstein And Religion წიგნშიც კი არ არის მოხსენიებული...

 

თქვენ რას ფიქრობთ? :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 44
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

იოოო... აინშტაინი და მე მეგობრები ვიქნებოდით მე რომ ადრე დავბადებულიყავი... ჰოდა ჩემ რწმენებზე არ დავიწყებ აქ ლაპარაკს...

 

 

უბრალოდ ვიტყვი რომ რადგან აინშტაინს ღმერთის არ სწამდა გონებაჩლუნგი იყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აინშტაინი რაციონალისტი იყო უამრავ საკითხში, სეკულარულად აზროვნებდა და მაგით მიაღწია წარმატებებს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
სიტყვა "ღმერთი" ჩემთვის არაფერია თუ არა ნაყოფი ადამიანის სისუსტეებისა. ბიბლია არის კოლექცია პატივსაცემი, მაგრამ მაინც ბავშვური, პრიმიტიული ლეგენდების და ამ აზრს ვერ შემაცვლევინებს ვერანაირი ინტერპრეტაცია, რაც არ უნდა გონებამახვილური (ჩემთვის) იყოს ის...

დასტურ!

 

მაქს ჯემერის - Einstein And Religion

ეს წიგნი კი დაამშვენებდა ჩემს ბიბლიოთეკას... :)

 

ჩემთვის ებრაელების რელიგია, სხვა მსგავსი რელიგიების მსგავსად ბავშვური ცრურწმენების რეინკარნაციაა, ებრაელი ერი რომელსაც მოხარული ვარ მივეკუთვნებოდე და რომლის მენტალიტეტიც ჩემთვის ძალიან ახლობელია - არ ფლობს არანაირ განსაკუთრებულ ხარისხს, ჩემი გამოცდილებით სხვა ადამიანთა ჯგუფებს არაფრით სჯობიან თუმცა დაცულნი არიან სხვადასხვა სახის "სიმსივნეებისგან" რადგან არ ფლობენ დიდ ძალას. სხვა მხრივ, ვერაფერ "რჩეულს" მათში ვერ ვხედავ!

თითქმის, ანალოგიური შეიძლება ითქვას ქართველებზეც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
უბრალოდ ვიტყვი რომ რადგან აინშტაინს ღმერთის არ სწამდა გონებაჩლუნგი იყო?

 

ეგ სისულელე საიდან მოიტანე? საბოლოოდ ნებისმიერ ფიზიკურ მოვლენას ღმერთამდე მივყავართო.

 

დარვინმაც კი აღიარა ღმერთი სიკვდილის წინ (მაგ დებილმა მაგან)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იოოო... აინშტაინი და მე მეგობრები ვიქნებოდით მე რომ ადრე დავბადებულიყავი... ჰოდა ჩემ რწმენებზე არ დავიწყებ აქ ლაპარაკს...

უბრალოდ ვიტყვი რომ რადგან აინშტაინს ღმერთის არ სწამდა გონებაჩლუნგი იყო?

საიდან მოიტანე რომ არ სწამდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეთანხმები რელიგიაზე რასაც ამბობდა ;)

 

დარვინმაც კი აღიარა ღმერთი სიკვდილის წინ (მაგ დებილმა მაგან)

ეგ საიდან იცი? (მაინტერესებს რამდენად სანდო ინფორმაციაა)

და მასეც რომ ყოფილიყო, ეგ ადამიანის სისუსტეა და მეტი არაფერი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...
ფიო ერთი ის გამოგრჩა რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან თქვა რომ ღმერთი არსებობდა. :kiss:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფიო ერთი ის გამოგრჩა რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან თქვა რომ ღმერთი არსებობდა. :kiss:

ეს კიდევ საკითხავია...

გაშუქება არ ყოფილა ამ ფაქტის...

მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?

მე იმას არ ვაწვები, რომ მაინც და მაინც მართალია ძია ალბერტი...

უბრალოდ მისი წერილის თემაა... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

მე იმას ვფიქრობ რომ ჭკუა სხვა არის და სულიერება - სხვა

ჭკუა არც ლენინს აკლდა (მიაკავდა ძაღლები) მადრამ სულიერება - დაშვებული "პაკრიშკასავით" ქონდა

დათა თუთაშხიაც და მუშნიც - ამის მაგალიტები არიან

ჭკუა გყოფნის კისრის მოტეხვამდე - მერე აღარ გშველის

რაზე მოიტეხა ეინშტეინმა კისერი? - შვილი ყავდა გონებანაკლული

დათა ბატონს - ტყვია დაასო უკანონო შვილმა

მუშნი უნაყოფოდ წავიდა საერთოდ

ლენინს მიწაც არ ეღირსა

მარტო ამისთვის არის ჭკუა?

მე უტვინოობას კი არ ვქადაგებ მაგრამ სიბრძლეა საჭირო და არა ჭკუა და განათლება ცარიელი

სიბრძნე კი სულიერების გარეშე არ არსებობს

სულიერება - კი იმის ცოდნის გარეშე რომ ჭკუაც ძალაც სილამაზეც და ნიჭიც - უფლიდანაგვაქვს და მასვე უნდა

ჩავაბაროდ და სანამ ამას გავაკეთებთ მარტო კაი ქეიფი და ძილი არ კმარა

არც მარტო მეცნიერება და რევოლუციები

არც აბრაგობა

სიკეთის მომტანი არ არიან

სხვათაშორის სიკვდილის წინ ეინშტეინი მაინც მიხვდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
  • 1 month later...
  • 4 months later...
Guest ჭანო
ეგ სისულელე საიდან მოიტანე? საბოლოოდ ნებისმიერ ფიზიკურ მოვლენას ღმერთამდე მივყავართო.

 

დარვინმაც კი აღიარა ღმერთი სიკვდილის წინ (მაგ დებილმა მაგან)

ეს წინადადებები მოკლედ დაზეპირებული გაქვთ, როგორც კი აინშტეინიზე ამე გაიჟღერებს ეგრევე.

 

ალბერტას ხსირად ორაზროვანი პასუხებუ ქონდა რელიგიის მიმართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მეცნიერება რელიგიის გარეშე ხეიბარია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე - ბრმა",

არ ვეთანხმები ამ გამონათქვამს,

თუმცა კეეე, ლამაზად ჟღერს

მეცნიერებასაც დჟიგრულად შეუძლია იარსებოს რელიგიის გარეშე

და რელიგიასაც მეცნიერების გარეშე,

უამრავი ცნობილი ათეისტი მეცნიერი ყოფილა და მათ არარელიგიურობას არანაირად არ შეუშლია ხელი მათ მეცნიერულ საქმაინობაში,

 

 

საერთოდ არიან ადამიანები ვისაც რელიგიის გარეშე შეუძლიათ იცხოვრონ

და არიან ისეთები ვისთვისაც რელიგიის გარეშე ცხოვრება ცარიელია,

ადამიანის ტიპაჟს გააჩნია,

ჭეშმარიება კი სიკვდილის შემდეგ გაირკვევა :D

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
იოოო... აინშტაინი და მე მეგობრები ვიქნებოდით მე რომ ადრე დავბადებულიყავი... ჰოდა ჩემ რწმენებზე არ დავიწყებ აქ ლაპარაკს...

უბრალოდ ვიტყვი რომ რადგან აინშტაინს ღმერთის არ სწამდა გონებაჩლუნგი იყო?

 

intelligent duck

 

ვინ გითხრა რომ აინშტაინს ღმერთი არ სწამდა? :D აინშტაინი ათეისტი არ ყოფილა, მას სწამდა ღმერთი. :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...