Jump to content
Planeta.Ge

გია თორთლაძე-ერთადერთი ეროვნული ძალა ოპოზიციაში


გია თორთლაძე ნამდვილი პატრიოტია  

28 members have voted

  1. 1. გჯერათ თუ არა თორთლაძის?

    • კი
      8
    • არა
      20
    • მომწონს,მაგრამ მინდა მეტი ვიცოდე
      0


Recommended Posts

ჯერ ეს ერთი მაშინაც ავიდა და ხმები დაუყარეს ვერ ავიდაო. და მერე კიდევ მეორედ ავიდა ცნობისთვის და მაგით გააჩუმა ის ადამიანები ვინც ამტკიცებდნენ ვერ ავიდაო. ასე რომ ორჯერ არის ნამყოფი ჯომოლუნგმაზე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 85
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

გია თორთლაძე მზადაა ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებს ჩაენაცვლოს

თბილისი 12:11 - 11.11.09 "ჯი-ეიჩ-ენი

 

 

ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე მზადაა ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებს ჩაენაცვლოს.

 

ამ წინადადებით თორთლაძემ დღეს ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს და რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ერგნეთის საგუშაგოდან მიმართა.

 

"მინდა მიმართო ცხინვალის რეჟიმს და რუსეთის საოკუპაციო ჯარებს,

დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ იქნას ტირძნისიდან გატაცებული ქართველი მოზარდები. მზად ვარ, ჩავენაცვლო მათ ან მომცენ საშუალება ვინახულო ისინი და დავრჩე ბავშვებთან იქამდე, ვიდრე სახლებში არ დაბრუნდებიან", - მიმართა თორთლაძემ სეპარატსიტებსა და ოკუპანტებს.

 

შეგახსენებთ, რომ სოფელ ტირძნისიდან 4 ნოემბერს გატაცებული ბავშვები ისევ სეპარატისტთა ტყვეობაში რჩებიან.

 

 

http://www.ghn.ge/news-2253.html

 

 

ერთი რომელი რუსეთის აგენტი მიიღებდა იგივე გადაწყვეტილებას და იქ თვითონ დარჩებოდა ტყვეთ

 

ასევე თორთლაძე მუშაობს ლუსტრაციის კანონზე რაც საზოგადოებას სშუალებას მისცემს გაიგონ ვინ იყო რუსეთის კაგებეს მონა უღირსი მოღალატე აგენტები

 

ეხლა პადიოშა და არაკაცი გახდა მანამდე ოპოზიციაში რომ იყო მაშინ მაგარი კაცი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

მაგაზე საუბარი გაცილებით ადრე იყო ვიდრე პადოშა პოლიტიკასთან ახლოს გაივლიდა.მე ნამდვილად არ ვიცი ავიდა თუ არა, მაგაზე მთასვლელები საუბრობდნენ.

ხოლო მე მას პირადად ყოველთვის პადოშად მოვიხსენიებდი, მაშინაც როცა ოპოზიციაში იყო და ყველა მისთანებს გრეჩოიდებად.

ძუკუ, რას ფიქრობ, რამ განაპირობა მისი ნაცმოძრაობიდან წამოსვლა და ოპოზიციაში

გაწევრიანება?

რა ვიცი, საკმაოდ სიმპატიით ვიყავი მის მიმართ გამსჭვალული და რა ეტაკა მერე,

ვთქვათ მაყუთი დასჭირდა და ამის გამო განუდგა ოპოს,

მაგრამ ასე გაშმაგებით, ყველა ხიდები დაწვა, ხომ შეეძლო რაღაცნაირი შუალდური პოზიცია დაეჭირა ჯონდივით, ან ქრისტიან-დემოკრატებივით ეთამაშა,

ისე იქცევა თითქოს ცოფის წამალი გაუკეთეს კაცს

და როგორ მოხდა მისი ასე ტრანსფორმირება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ერთი რომელი რუსეთის აგენტი მიიღებდა იგივე გადაწყვეტილებას და იქ თვითონ დარჩებოდა ტყვეთ

მშვენივრად იცოდა პადოშამ რომ არავინ იქ არ დაიტოვებდა.

ეხლა პადიოშა და არაკაცი გახდა მანამდე ოპოზიციაში რომ იყო მაშინ მაგარი კაცი იყო

არც მაშინ იყო დიდი ვინმე, ეხლა კი ნამდვილად არაკაცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ვთქვათ მაყუთი დასჭირდა და ამის გამო განუდგა ოპოს,

მაგრამ ასე გაშმაგებით, ყველა ხიდები დაწვა, ხომ შეეძლო რაღაცნაირი შუალდური პოზიცია დაეჭირა ჯონდივით, ან ქრისტიან-დემოკრატებივით ეთამაშა,

ისე იქცევა თითქოს ცოფის წამალი გაუკეთეს კაცს

ოპომ ძაან შეუტია პარლამენტში როცა შევიდა. კრედიტის ამბავი გაუბაზრეს. ხოდა ეგეც დაიბოღმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

კარგია, რომ აღიარებ პადოშა რო ოპოზიციონერი არაა.

 

ძლივს პრეზიდენტის საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ძუკუ, რას ფიქრობ, რამ განაპირობა მისი ნაცმოძრაობიდან წამოსვლა და ოპოზიციაში

გაწევრიანება?

აბა რა გითხრა სიკნადმო ბატონო, კაცმა 180 გრადუსით შეიცვალა პოზიცია. შეიძლება ვივარაუდოთ რომ შეგზავნილი იყო, მაგრამ მე ამის ნაკლებად მჯერა. უბრალოდ შუბლის ძარღვი არ აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

მშვენივრად იცოდა პადოშამ რომ არავინ იქ არ დაიტოვებდა.

 

არც მაშინ იყო დიდი ვინმე, ეხლა კი ნამდვილად არაკაცია.

 

მე მაგის არ მწამს კაცი ოპოზიციაშიც კაცია და ხელისუფლებაშიც თორთლაძეს ოპოზიციაშიც კაცად ვთვლიდი და დღ ეასაც კაცად ვთვლი

 

 

analgin

 

თუმცა "ის' ოპოზიციონერი არ არის როგორიც უნდათ რადიკალი მარგინალი შეკოპილი ხელებს დაგამტვრევთ

 

 

ეგეთი ოპოზიციონერი ნამდვილად არ არის

 

 

თორთლაძე მუშაობს პარლამენტში საქმეს აკეტებს ეგეთი ოპოზიციონერი მისასალმებელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

24 პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსული საფრთხის წინააღმდეგ

 

24.04.2009

ავტორი ნონა მჭედლიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს დემოკრატიული პარტიის მიერ ინიცირებულ მიმართვაზე ხელმოწერა. მიმართვის ადრესატი საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობები იყვნენ, ხოლო საგანი - საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო შენაერთების ინტენსიური კონცენტრაცია. მიმართვაზე ხელმოწერა დასრულდა. ხელმომწერთა საერთო რაოდენობამ 24 პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შეადგინა. მათ რიცხვში არ აღმოჩნდა 9 აპრილის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი.

 

საქართველოს დემოკრატიული პარტია პრაქტიკულად უკვე შეუდგა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი მიმართვის გავრცელებას საელჩოებისა და ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მეშვეობით.

 

„ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, - წაიკითხავთ მიმართვაში, - გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო შენაერთების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსეთის მხრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე დიდძალი რაოდენობის ჯავშან-ტექნიკის, ცოცხალი ძალის, სარაკეტო-საზენიტო დანადგარებისა და სამხედრო კორესპონდენტების შემოდინების, აგრეთვე საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის აკვატორიაში დამატებითი რუსული სამხედრო გემების თავმოყრის გამო. ყოველივე ამის ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის მოხელეებისა და ხელისუფლების უმაღლეს პირთა აგრესიული განცხადებები და პირდაპირი მუქარები შემდგომი სამხედრო ინტერვენციის შესახებ. პოლიტიკური გაერთიანებები მოგმართავთ თხოვნით, აქტიურად ჩაერთოთ და გამოიყენოთ ყველა პოლიტიკური ბერკეტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი შემუშავებულ მიმართვაში, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელი პირველმა საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ მოაწერა.

 

პარტიის ლიდერი გია თორთლაძე გაოცებულია იმ ფაქტით, რომ მიმართვის 24 ხელმომწერს შორის 9 აპრილის აქციის ერთი ორგანიზატორიც კი არ აღმოჩნდა. „როგორც ჩანს, მათთვის არ არის პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლა“, - ამბობს გია თორთლაძე და დასძენს, რომ შეტყობინება მიმართვის არსისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინდივიდუალურად დაეგზავნა ყველა პარტიასა და ორგანიზაციას.

 

შეტყობინება მიიღო „საქართველოს გზამაც“, რომლის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტის იგნორირება შემდეგნაირად ახსნა: „მე არ ვიცი რომელია ეს პარტია და რას წარმოადგენს გია თორთლაძე. ასე რომ, თვითონ დაწეროს და თვითონ მოაწეროს ხელი.“

 

პრაქტიკულად იმასვე იმეორებს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი:“მე გია თორთლაძის აზრი არ მაინტერესებს ალპინიზმზეც კი, არათუ პოლიტიკაზე.“

 

ასე რომ, არათუ ხელისუფლებასა და 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებს შორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორისაც კი ჭირს კომუნიკაცია თუნდაც სრულიად ნეიტრალურ და არასადავო თემებზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მთავრობებისადმი გაგზავნილი მიმართვის ხელისმომწერთა შორის არ არის არც მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“.

 

როგორც საქართველოს დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი ფანჩულიძემ განგვიმარტა, პარტიამ ”ნაციონალური მოძრაობის” საქმის კურსში ჩაყენება თავად არ მიიჩნია საჭიროდ, რადგან ხელისუფლებამ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ უკვე განაცხადა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო და ასე შემდეგ. უშუალოდ თვითონ ოფიციალურად უკვე გააკეთა განცხადება.

 

დაბოლოს, საქართველოს დემოკრატიული პარტია, მიმართვის დანარჩენ 23 ხელმომწერთან ერთად, იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობები ყველა პოლიტიკურ ბერკეტს აქტიურად აამოქმედებენ რუსული სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად.

 

 

ნეტავ რაშია საქმე რატომ არ შეუერთდა ეს რუსეთუმე ვითომრადიკალური ოპოზიცია ამ დოკუმენტს ???!!!

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თორთლაძე სხვათა შორის ზვიადის დროს ჯერ სამაჩაბლოში იბრძოდა იმ პერიოდში ეს ოპოზიცია გამსახურდიას ცილსსწამებდნენ მაგის ხალხი სამაჩაბლოში ოსებს გენოციდს უწყობსო. ჰკითხეთ ვინმეს თუ იცნობთ 91 - ში სამაჩაბლოსი ნაომარს . მერე სამოქალაქო ომის დროს თორთლაძე იარაღით ხელში ედგა ზვიადს ბოლომდე გვერდში და კიტოვანი იოსელიანის ბანდების წინააღმდეგ ბრძოლობდა ეროვნული ხელისუფლების დასაცავად . მერე ედიკას დროს აქ ზოგიერთი პოლიტიკური პრასტიტუტკა მოქკავშირში ედიკას კომკავშირლები რომ იყვნენ და ( გამყრელიძე , ბურჯანაძე , გაჩეჩილაძე , უსუფაშვილი , ნოღაიდელი ) შევარდნაძის ძმიშვილთან რომ ბიზნნესებს აწყობდნენ იმ პერიოდში თორთლაძე აფხაზეთში იბრძოდა მთამსვლელების ბატალიონთან ერთად . ეგრე არ არის ხმა რომ ამოიდგეს ამ შევარდნაძის ლეკვებმა და ეს ფეესბეს ტელევიზიები შავ პიარს რომ უგორებენ თორთლაძეს . სად იყო ეს ვითომრადიკალური ოპოზიცია ომის დროს ? მე პირადად ვნახე იმ დღეებში თორთლაძე სანამ გორში წავიდოდა და პრეზიდენტის დადგენილებას ელოდებოდა სამაჩაბლოში მოხალისეების შეყვანის შესახებ და ძველ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების ვეტერანების მობილიზაცია უნდა გამოვაცხადო და შევიდეთო და ვისაც სურვილი გაქვთ ახალგაზრდებიც ჩაეწერეთ და პრეზიდენტი ბრძანებას რომ გასცემს მოხალისეების შეშვების დაგირეკავთო . უბრალოდ სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა და ვეღარ მოხერხდა მაგის მოხალისეების ბატალიონის ჩართვა თორემ სტარტზე იყო გორში და პრეზიდენტსაც არწმუნებდა შეგვიშვიო . სად იყო იმ პერიოდში ეს ოპოზიცია ? ყველა აკვირდებოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები და შემოვიდოდა თუ არა თბილისში რუსის ჯარი და ყვარყვარესავით გამზადებული ჰქონდათ უკვე რუსეთის დროშები ყოველი შემთხვევისთვის პარტიის ოფისებზე აღსამართად . კიდევ ბევრი რამე ვიცი რა მაგათ არაკაცობაზე და არ მინდა აქ ყველაფრის დაწერა .

 

სად იყო ომის დროს ეს ვითომრადიკალური ოპოზიცია ? აკვირდებოდა არა მოვლენების განვითარებას შემოვიდოდნენ თუ არა თბილისში რომ გამოეფინათ თუ არა რუსეთის დროშები ყვარყვარეებივით პარტიის ოფისებზე და თხოვნით მიემართათ პუტინისთვის საქართველოს მეფისნაცვლად დაენიშნათ . ეგენი რომ კაცობაზე ილაპარაკებენ.

 

ვიმეორებ ომი თუ დაიწყება ვნახავთ სად იქნება თორთლაძე და სად იქნებიან ეს ჟოპოზიციონრები

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი უსუფაშვილი, შევარდნაძის კომკავშირლები და პოლიტიკაში კახა თარგამაძის ნათლიმამობით მოსული და შევარდნაძის ძმიშვილის ბიზნესპარტნიორობით დაჯილდოებული გამყრელიძე, კაციტაძე და გაჩეჩილაძე რომ იტყვიან თორთლაძის პარლამენტში შესვლა უღირსი საქციელი იყოო და ღირსებაზე რომ ილაპარაკებენ იქ წყდება უკვე მოთმინების ზღვარი და ძალიან უნდა ეცადო რომ ეთიკის ფარგლებში წერო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

აბა რა გითხრა სიკნადმო ბატონო, კაცმა 180 გრადუსით შეიცვალა პოზიცია. შეიძლება ვივარაუდოთ რომ შეგზავნილი იყო, მაგრამ მე ამის ნაკლებად მჯერა. უბრალოდ შუბლის ძარღვი არ აქვს.

მართლაც ძალიან უცნაური რაღაც მოხდა რა, ყოფილიყო ნაცმოში და ყოფილიყო,

რას იბანძებდა თავს, მაყუთის და მატ. კეთილდღეობის გულისთვის

უარს ამბობს ხალხი ღირსებაზე, ეს დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა,

ალბათ იმიტომაც რომ ასეთებს ყველაფერს პატიობს საზოგადოება,

მე არ ვიძახი რომ რაიმე ძალადობა უნდა გამოვიყენოთ, მგარამ

მეზობელმა გამარჯობა არ უნდა უთხრას და აი ეგრე რა, ასეთები უნდა გაირიყნონ საზოგადოებიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს პოსტებს უკვე პუტლერის ცენზურის გავლა უწევს ახალი მოდერატობისმიერ1 სიმართლის დაბლოკვა კრემლის განიუყოფელი სტრატეგიაა. ახალი მოდერატირო უბრალოდ კრემლის ცენზურას წარმოადგენს! იცოდეთ ეს ქართველებო. სხვა საიტებზეც გამოვაქვეყნებ ამ ამაზრზენ ანტიდემოკრატიულ საქციელს პლანეტა-გესი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...