planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 ირაკლი ალასანიამ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნუგზარ გაბუნია წარადგინა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ნუგზარ გაბუნია გლდანში ცხოვრობს და კარგად იცის, რა პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. „გლდანი ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია თბილისში. აუცილებელია, რომ ამ რაიონს საკრებულოში ძლიერი წარმომადგენელი ჰყავდეს. ნუგზარ გაბუნია დაგვეხმარება იმ პროგრამის განხორციელებაში, რომლის გატარებასაც ალიანსი ჯანდაცვის სისტემაში გეგმავს, ასევე დაგვეხმარება დასაქმებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადებით, დასაქმების პროგრამის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან ერთ წელიწადში დედაქალაქში 50 ათასი ადამიანი დასაქმდება. http://iraklialasania.com/?p=496 View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts